მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბანკო ბარათებით დეკემბრის ტრანზაქციებმა ისტორიული მაქსიმუმი შეადგინა

5c471d7fabc35
ეკა ბაშარული
22.01.19 19:32
900
ქართული ბანკების საგადახდო ბარათებით 2018 წლის დეკემბერში 2.327 მლრდ ლარის ოპერაციები შესრულდა, რაც ისტორიული მაქსიმუმია.

წინა რეკორდი 2015 წლის დეკემბერში დამყარდა, როცა საგადახდო ბარათებით ტრანზაციებმა 2.157 მლრდ ლარი შეადგინა.

2017 წლის დეკემბერში, ქართული ბანკების ბარათებით 1.925 მლრდ ლარის ოპერაციები შესრულდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის დეკემბრის ოპერაციებიდან, 1.677 მლრდ ლარი მოდის ბანკომატებით შესრულებულ ტრანზაქციებზე, ხოლო 650.561 მლნ ლარის - პოს-ტერმინალებზე (ინტერნეტის ჩათვლით).