11.თებერვალი.2019 10:26
ეკონომიკა, საფინანსო სექტორი

საბანკო ასოციაცია: „იპოთეკური სესხების გაცემა მნიშვნელოვნად შემცირდა“

საბანკო ასოციაცია: „იპოთეკური სესხების გაცემა  მნიშვნელოვნად შემცირდა“
„იპოთეკური სესხების გაცემა მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც რეგულაციებს უკავშირდება“, - ეს განცხადება “საქმის კურსთან” საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ძნელაძემ გააკეთა.

ამასთან, ის იპოთეკური სესხების შემცირებას, ახალ რეგულაციებთან ერთად, იანვრის თვესაც უკავშირებს, რომელიც ძნელაძის თქმით, არაპროგნოზირებადობით და პასიურობით ხასიათდება.

“რიცხვებით საუბარი იქამდე, ვიდრე მონაცემები არ მექნება, გამიჭირდება, თუმცა ცალსახად გიდასტურებთ, რომ იპოთეკური სესხები შემცირებულია და ასევე შემცირებულია განვადებები, თუმცა ეს მოსალოდნელიც იყო და ამაზე რეგულაციების ძალაში შესვლამდეც ღიად ვსაუბრობდით”, - აცხადებს ძნელაძე.

შეგახსენებთ: რამდენიმე დღის წინ მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა BM.ge-თან საუბარში განაცხადა, რომ „იპოთეკური სესხების გაცემა ბანკებში 10-ჯერ შემცირდა“.
“მე მაქვს კონტაქტი ბანკებთანაც, სადაც იპოთეკური სესხების გაცემა 2018 წლის იანვართან შედარებით 10-ჯერ შემცირდა“, - განაცხადა ირაკლი როსტომაშვილმა.

საკრედიტო პორტფელის ზრდის ტემპის შემცირებაზე საუბრობენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციაშიც.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ლაზიკა კაპიტალის” აღმასრულებელი დირექტორის ბესო შენგელიას განცხადებით, 1 იანვრიდან ამოქმედებული რეგულაციების შესაფასებლად 1 თვე საკმარისი არაა, მაგრამ 2018 წლიდან ამოქმედებული რეგულაციები საკრედიტო პორტფელის ზრდის ტემპზე უკვე აისახა.

„რა თქმა უნდა, რამდენიმე მსხვილი მისო-ს ტრენდის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, 2018 წლის მეორე ნახევრიდან ზრდა იყო მნიშვნელოვნად შემცირებული. მეორეს მხრივ, აშკარად შეინიშნება პორტფელის რისკიანობის ზრდა“, - განაცხადა ბესო შენგელიამ.
ავტორი: თამუნა ქემერტელიძე



19.თებერვალი.2019 14:53
24

"ხაზარაძე და ჯაფარიძე დეპუტატებთან შესახვედრად მზად არიან"

ვრცლად
19.თებერვალი.2019 14:42
95

ქობულია ამტკიცებს, რომ "თიბისი ბანკის საქმეს" ანაკლიის პორტის დაფინანსებაზე გავლენა არ ექნება

ვრცლად
19.თებერვალი.2019 14:40
97

„იანვარში საქონლით ვაჭრობის დეფიციტი გაუმჯობესდა"

ვრცლად
19.თებერვალი.2019 14:20
268

როგორი იქნება განახლებული "შერატონ მეტეხი პალასი" - ფოტო

ვრცლად
19.თებერვალი.2019 14:03
202

„2018 წელს დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობამ პირველად გადააჭარბა თვითდასაქმებულთა რაოდენობას"

ვრცლად
19.თებერვალი.2019 14:00
272

საქართველოს 10 მთავარი საიმპორტო საქონელი

ვრცლად