25.აპრილი.2016 17:57
ეკონომიკა

საბაჟოებზე შექმნილი ვითარების გამო საქართველოს საერთაშორისო ნორმების დარღვევაში ადანაშაულებენ

საბაჟოებზე შექმნილი ვითარების გამო საქართველოს საერთაშორისო ნორმების დარღვევაში ადანაშაულებენ
საქართველოს საბაჟოებზე ისევ შეფერხებებია. ეს თემა „კომერსანტმა“ ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში წამოსწია და შეეცადა მის მიმართ სახელმწიფო სტრუქტურების ყურადღება მიექცია, თუმცა, როგორც ჩანს, პრობლემა ისევ მოუგვარებელია. ამას უცხოურ მედიაში გავრცელებული პუბლიკაციები ადასტურებს, სადაც საქართველოს ხელისუფლებისადმი საკმაოდ მწვავე კრიტიკა ისმის და მას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესების დარღვევაშიც კი ადანაშაულებენ. ხელისუფლება კი პრობლემას, ისევე როგორც თვენახევრის წინ, დღესაც უარყოფს.
 
მარტის დასაწყისში "კომერსანტი“ აზერბაიჯანელ გადამზიდავებზე დაყრდნობით ექსკლუზიურად წერდა, რომ საბაჟოზე სერიოზული პრობლემები იქმნება. რამდენიმე დღეში, 14 მარტს, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ქართულ საბაჟოებზე შექმნილი პრობლემების გამო ხოფაში თურქმა მძღოლებმა აქცია გამართეს.

აღნიშნული ფაქტი "კომერსანტს“ თურქეთის საელჩოში ექსკლუზიურად დაუდასტურეს და განუცხადეს, რომ თურქი ბიზნესმენები საქართველოს ტერიტორიაზე პერიოდულად ხვდებიან სხვადასხვა სახის პრობლემებს.

დღეს კი გამოცემა minval.az წერს, რომ ბოლო 3 თვის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე იქმნება ხელოვნური ბარიერები თურქეთიდან აზერბაიჯანში მიმავალი სატრანზიტო ავტომობილებისთვის. გამოცემის ინფორმაციით, შავი ზღვის ექსპორტიორების კავშირის თავმჯდომარე ხამდი გიუნდოღანი ამ პრობლემას სპეციალური განცხადებით ეხმაურება. განცხადებაში წერია:

"ბოლო დღეებში საქართველო მიმართავს უკანონო ნაბიჯებს თურქი ბიზნესმენებისა და ჩვენი ქვეყნიდან მიმავალი სატვირთო ავტომობილების მიმართ. მათ უწერენ სანქციებს, რამაც შესაძლოა საქართველოს გავლით თურქი ბიზნესმენების მიერ ექსპორტის შეჩერება გამოიწვიოს. მიუხედავად იმისა, რომ საკონტროლო–გამშვებ პუნქტებზე არ არის ტვირთნაკადის დიდი რაოდენობა, ჩვენი სატვირთო მანქანები იძულებულნი არიან გადავიდნენ პარკინგზე, სადაც მათგან ყოველდღიურად იღებენ 30 ლარს. გარდა ამისა, მათ აიძულებენ აზერბაიჯანში ექსპორტირებული საქონელი გადმოტვირთონ. ჩვენი ტვირთები კვირეობით, ზოგჯერ კი თვეობით დგას. ეს ეწინააღმდეგება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებს! პრობლემის გადასაჭრელად რომელ უწყებას არ მივმართეთ. მიუხედავად საქართველოსა და თურქეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების არსებობისა, ეს დოკუმენტი არ მოქმედებს. საქართველოში თურქეთის მთავრობის წარმომადგენლები აღიარებენ, რომ ჩიხში არიან".

საკითხი თურქეთის საბაჟოსა და ვაჭრობის მინისტრის დონეზე დაისვა. მინისტრმა განაცხადა, რომ პრობლემის გადაჭრის მიზნით გადადგმული იქნება გარკვეული ნაბიჯები.
მარტის დასაწყისში, როდესაც აზერბაიჯანელი გადამზიდავები საბაჟოზე მანქანების შეფერხებას აპროტესტებდნენ, შემოსავლების სამსახურში აღიარეს, რომ პრობლემებს ამ მიმართულებით მართლაც ჰქონდა ადგილი, თუმცა მათი მტკიცებით, სირთულეები მხოლოდ აზერბაიჯანის მხარეს იქმნება.

შემოსავლების სამსახურისგან განსხვავებით, პრობლემა ჩვენთან საუბარში თურქეთის საელჩომ დაადასტურა, რომელსაც დასახმარებლად თურქმა გადამზიდავებმა მიმართეს. ამ უკანასკნელებმა პრობლემა აქციითაც კი გააპროტესტეს.

"კომერსანტი“ ამ თემაზე კომენტარისთვის შემოსავლების სამსახურს დღესაც დაუკავშირდა, სადაც პრობლემის არსებობას კვლავ უარყოფენ.

შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ხატია მოისწრაფიშვილი პრობლემას უარყოფს და აცხადებს, რომ მსგავსი არაფერი არ ხდება და სარფის საბაჟო -გამშვები პუნქტი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს, თან ყოველგვარი შეფერხების გარეშე.

"არანაირი შეფერხება არცერთ სატვირთო მანქანას, არცერთი ქვეყნის სანომრე ნიშნით არ აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს. გუშინ, ღამის 12 საათიდან დაახლოებით 450-მდე სატვირთო მანქანამ გადმოკვეთა თურქეთ-საქართველოს საზღვარი და აქედან 330-მდე გავატარეთ, ესეც იმის გამო, რომ თურქულ მხარეს უჭირს უფრო მეტი მანქანის მიღება და ფიზიკურად ვერ ახერხებს. სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტს თავისი შესაძლებლობებით და თავისი საკადრო რესურსით შეუძლია მოემსახუროს ორჯერ და უფრო მეტ მანქანას ყოველგვარი პრობლემის გარეშე. რა თქმა უნდა, არის ტვირთების დიდი ნაკადი, ხდება ამ სატვირთო მანქანების რიგის კონტროლი, ამას შემოსავლების სამსახური არ ახორციელებს, ამას საპატრულო პოლიცია აკეთებს,რაც სწორია. მანქანები ყოველგვარი შეფერების გარეშე გადიან საზღვარს და არანაირი პრობლემა არ აქვთ“-აცხადებს მოისწრაფიშვილი.

"კომერსანტი"



16.თებერვალი.2019 20:10
1084

როგორ ემზადებიან მეთხილეები გაზაფხულისთვის?

ვრცლად
16.თებერვალი.2019 19:30
1209

ბიზნესომბუდსმენი: "ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელებას დიდი სიფრთხილე სჭირდება"

ვრცლად
16.თებერვალი.2019 18:30
1342

გაზსაცავის წინასამშენებლო სამუშაოები 2019 წლის მეორე ნახევარში იგეგმება

ვრცლად
16.თებერვალი.2019 18:00
1449

რა თანხა დაიხარჯა ონში უხარისხოდ დაგებულ გზებზე? – აუდიტის დასკვნა

ვრცლად
16.თებერვალი.2019 16:40
1785

2018 წლის იანვართან შედარებით, ქარის სადგურის გამომუშავება 8%–ით შემცირდა

ვრცლად
16.თებერვალი.2019 16:00
933

მთავრობა ქარსაცავი ზონების მოწესრიგებისთვის კანონპროექტის ინიცირებას გეგმავს

ვრცლად