საათობრივი პარკინგის საპილოტე პროექტისთვის თბილისის მერია საბურთალოსა და ძველ თბილისს განიხილავს,- ამის შესახებ bm.ge-ს ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ განუცხადა.
მისი განცხადებით, საათობრივი პარკინგის საფასურის გადახდა რამდენიმე გზით იქნება შესაძლებელი, მათ შორის Pay Box-ისა და სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით.
„იმ შემთხვევაში თუ მოქალაქეს არ მოეწონება ჩვენს მიერ შეთავაზებული განახლებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა და მაინც გადაწყვეტს, რომ ძველ თბილისში საკუთარი მანქანით მივიდეს და დააპარკინგოს, მას უნდა დახვდეს რამდენიმე ნაბიჯში გადახდის საშუალება - მას შეეძლება Pay Box-ის აპარატის მეშვეობით გადაიხადოს საათობრივი პარკირების საფასური, ან ტელეფონით მოახდინოს ათვლა გადახდის. ეს იქნება გადახდის კუთხით მაქსიმალურად კომფორტული და მარტივი საშუალება, მაგრამ საათობრივი ზონალური პარკირება იქნება ორიენტირებული, რომ კონკრეტულ ტერიტორიებზე ქუჩები გახდეს მეტად გამტარი და ქვეითისთვის უფრო კომფორტული“,- აცხადებს მამუკა მუმლაძე.
შეგახსენებთ, რომ საათობრივი პარკინგის საპილოტე პროექტი მომდევნო წლიდან ამოქმედდება.
11.ოქტომბერი.2018 18:00
საზოგადოება
საათობრივი პარკინგის პროექტისთვის მერია საბურთალოსა და ძველ თბილისს განიხილავს
