მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სააპელაციო სასამართლოში Philip Morris-ის სხდომა დღეს გაიმართება

592bc4dcc4362
BM.GE
29.05.17 10:48
973
დღეს სააპელაციო სასამართლოში თამბაქოს საერთაშორისო ბრენდის Philip Morris-ის სხდომა გაიმართება. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა 11:30 საათზე დაიწყება.

Philip Morris ითხოვს, საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას, რომლის მიხედვითაც კომპანიას 93 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა. საქალაქო სასამართლომ თებერვალში მიიჩნია, რომ კომპანია კონკურენციის პრინციპებს არღვევს და ბაზარზე დემპინგური ფასებით ოპერირებს. კომპანიის წინააღმდეგ სარჩელი "თბილისის თამბაქომ" შეიტანა.