მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სააკაძის მოედანზე გამწვანებული ტერიტორია მოეწყო

592d50695b9eb
BM.GE
30.05.17 14:52
1750
სააკაძის მოედნის გამწვანებული ტერიტორიის აღდგენა-მოწყობის სამუშაოები დასრულდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ტერიტორიის 3545კვ. მეტრზე, მოეწყო სარწყავი სისტემა და დაიდგა დეკორატიული ლამპიონები.

"ტერიტორიაზე დაირგო ზეთისხილი, გართხმული ღვია, ტუია, 700 ძირი ვარდი. 1212 კვ. მეტრ მიწის ფართობზე დაიგო ბალახი. ბილიკები დაფარულია დეკორატიული ქვიშით.

სამუშაოები, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ შპს "მწვანე სახლმა" შეასრულა",-ნათქვამია მერიის განცხადებაში.