მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სააფთიაქო ქსელებში საქართველოში დამზადებული სამედიცინო ჟანგბადის ბალონები გაიყიდება

5c8e43e53dce3
თამუნა ქემერტელიძე
18.03.19 09:50
8493
სააფთიაქო ქსელებში საქართველოში დამზადებული სამედიცინო ჟანგბადის ბალონები გაიყიდება, რომლის გამოყენებაც მომხმარებელს ყოველდღიურად შეეძლება.

როგორც BM.GE-ის „მედ პროჯექტის“ გაყიდვების დირექტორმა მაია გაგოშიძემ განუცხადა, ჟანგბადის ბალონები ბაზარზე დაახლოებით, ნახევარლიტრიანი ბოთლის ზომის შეფუთვებში მას შემდეგ გამოვა, რაც კომპანია ჯანდაცვის სამინისტროსგან ოფიციალურ ლიცენზიას მიიღებს.

“ლიცენზიას ერთ კვირაში ველოდებით; როგორც წყალი გიდევთ სულ მანქანაში, ისე შეგეძლებთ სამედიცინო ჟანგბადის ბალონები ატაროთ, ასეა ევროპაში. უსაფრთხო და მოსახერხებელ შეფუთვებში იქნება, რომელიც პაციენტს როგორც - ექიმის დანიშნულებით, ასევე მის გარეშეც შეუძლია მიიღოს; მაგალითად, ჰაერის უკმარისობის დროს, სიცხეში, მგზავრობისას, ლაშქრობაში და ა.შ. მისი გამოყენება ყველგან შეგეძლებათ“, - აცხადებს გაგოშიძე.

მისივე თქმით, მოლაპარაკებები სააფთიაქო ქსელებთან უკვე მიმდინარეობს და ეს იქნება 96,5%-იანი სამედიცინო ჟანგბადი.

რაც შეეხება სარეალიზაცია ფასს, როგორც გოგოშიძე განმარტავს, ის ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.

შეგახსენებთ: “მედ პროჯექტი” საქართველოში თხევადი ჟანგბადის წარმოების ქარხანას ფლობს, რომელიც ყოველთვიურად საშუალოდ, 50 ტონა ჟანგბადს ყიდის.