20.თებერვალი.2016 14:03
ბიზნესი

რუხის სავაჭრო ცენტრი ფუნქციონირებას გაზაფხულიდან დაიწყებს

რუხის სავაჭრო ცენტრი ფუნქციონირებას გაზაფხულიდან დაიწყებს
სამეგრელოს რეგიონში, რუხის მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი გაზაფხულზე დაიწყებს ფუნქციონირებას. ევროპული სტანდარტების მქონე ცენტრი დღეს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაათვალიერა.
 
15 მილიონ ლარამდე ღირებული პროექტი საპარტნიორო ფონდმა განახორციელა. 10 შენობიანი კომპლექსი 10 000 კვადრატულ მეტრს იკავებს, ხოლო საერთო განაშენიანების ფართობი 5 ჰექტარია.

პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ სავაჭრო კომპლექსი იქნება ახალი სიტყვა რეგიონში, რომელიც თავის წვლილს შეიტანს მის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში.

სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილია საცალო და საბითუმო მაღაზიები, ავეჯისა და ტექნიკის მაღაზიები, ჰიპერმარკეტი, ღია ტიპის ბაზარი, იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრი, საფინანსო და საბანკო მომსახურების ობიექტები, ავტოსერვისი, ფოსტა, აფთიაქი. სავაჭრო ფართები აღჭურვილია განათების, ვენტილაცია/კონდიცირების, გათბობის თანამედროვე სისტემებით.

მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრში შემოსასვლელად ემზადებიან როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო კომპანიები.

ცენტრის სამშენებლო სამუშაოები 2015 წლის სექტემბერში დაიწყო და 2016 წლის იანვარში დასრულდა. მშენებლობის პროცესში ობიექტზე დასაქმებული იყო 300 ადგილობრივი მაცხოვრებელი. ცენტრის გახსნის შემდეგ კი მუდმივად 1000-მდე სამუშაო ადგილი გაჩნდება.



16.თებერვალი.2019 11:20
1795

მამუკა ნოზაძე: მეფრინველეობის დარგმა განვითარება შეწყვიტა

ვრცლად
15.თებერვალი.2019 17:20
144

გიორგი ქობულია: აუცილებელია ბიზნესს კადრების გადამზადებაში დავეხმაროთ

ვრცლად
15.თებერვალი.2019 17:00
2334

სახელმწიფო 50 000-2000 000 ლარამდე სესხების გარანტორად გამოვა

ვრცლად
15.თებერვალი.2019 16:55
118

გამოწვევებით სავსე და წარმატებული 2018 წელი - "ელიტ ელექტრონიქსი"

ვრცლად
15.თებერვალი.2019 15:05
984

მაია ბითაძე: კ2 კოეფიციენტების ზრდა უძრავ ქონებას აუფასურებს

ვრცლად
15.თებერვალი.2019 14:26
855

რევაზ ვაშაკიძე: თუ მეტი გამჭვირვალობა არ იქნება, "თიბისი ბანკი" ჩამოიშლება

ვრცლად