14.დეკემბერი.2015 11:24
მსოფლიო

რუსული ტუროპერატორები მთავრობას 1,5 მილიარდი რუბლის გადახდას სთხოვენ

რუსული ტუროპერატორები მთავრობას 1,5 მილიარდი რუბლის გადახდას სთხოვენ
რუსული ტუროპერატორები ქვეყნის მთავრობისგან კომპენსაციას ითხოვენ. კერძოდ, ისინი ხელისუფლებას, ეგვიპტეში ტურების შეწყვეტის გამო, 1,5 მილიარდი რუბლის გადახდას სთხოვენ. რუსეთის ტურიზმის ინდუსტრიის კავშირის ვიცე-პრეზიდენტის, იური ბასტრიკინის თქმით, ტუროპერატორები აღნიშნულ თანხას შიდა ტურიზმის განვითარებას მოახმარენ. „კომპანიები სასტუმროების და კვების ობიექტების განვითარების მიზნით, ინვესტიციების განხორციელებას გეგმავენ. ბევრი მუშაობაა საჭირო იმისათვის, რომ ტურისტების ნაკადი რუსეთის კურორტებისაკენ მიმართონ“, - განაცხადა ბასტრიკინმა.

აღასანიშნავია, რომ რუსეთმა ტურისტული საგზურების გაყიდვა ეგვიპტეში დაახლოებით ერთი თვის წინ აკრძალა, მას შემდეგ რაც სინაის ნახევარკუნძულზე რუსი ტურისტებით სავსე თვითმფრინავი ჩამოვარდა. აღნიშნულის შემდეგ, მოსკოვის გადაწყვეტილებით, შეჩერდა ტურების თურქეთის კურორტებზე გაყიდვაც. ამის მიზეზი კი თურქეთის მიერ სირიის საზღვართან ახლოს რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდება გახდა.



24.ივნისი.2018 21:08
110

წინასწარი მონაცემებით, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ერდოღანმა გაიმარჯვა

ვრცლად
23.ივნისი.2018 18:16
201

აშშ-ში ჩინური ინვესტიციები 92%-ით შემცირდა

ვრცლად
23.ივნისი.2018 16:16
674

პირველად 108 წლის განმავლობაში Chanel-ის შემოსავლების შესახებ ინფორმაცია გასაჯაროვდა

ვრცლად
22.ივნისი.2018 19:01
39

ევროპარლამენტი საავტორო უფლებებთან დაკავშირებით ახალ კანონზე მუშაობს

ვრცლად
22.ივნისი.2018 11:29
40

ნავთობის ფასი შემცირდა

ვრცლად
21.ივნისი.2018 20:00
280

Lonelyplanet საქართველოზე სტატიას აქვეყნებს

ვრცლად