მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსული სამშენებლო კომპანია თბილისის მერიას უჩივის

5abe272e648d3
თამუნა დემეტრაშვილი
30.03.18 16:00
1367
რუსული სამშენებლო კომპანია შპს "ტექნოკომსპეცსტროი" თბილისის მერიას უჩივის და სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს. საუბარია 2,7 მილიონიან ტენდერზე, რომლითაც ნაძალადევის რაიონში ერთ-ერთი ავარიული საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია უნდა მოხდეს. სატენდერო კომისიამ ჩათვალა, რომ კომპანიის ტექნიკური დოკუმენტაცია, ტენდერის მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა და "ტექნოკომსპეცსტროის“ დისკვალიფიკაცია მისცა. ამჟამად აღნიშნული ტენდერი შერჩევა/შეფასების ეტაპზეა და კომისია მომდევნო კონკურსანტის "აგრომშენსერვისის“ დოკუმენტაციას სწავლობს.

რაც შეეხება რუსული კომპანიის პრეტენზიას, ის კომპანიის გამოცდილების დამადასტურებელ დოკუმენტაციას უკავშირდება. სატენდერო კომისიამ მიიჩნია, რომ ეს დოკუმენტები კანონდარღვევით იქნა წარმოდგენილი, რასაც რუსული მხარე არ ეთანხმება. "ტექნოკომსპეცსტრო“ დავების საბჭოსგან ტენდერის შეჩერებას და დისკვალიფიკაციის მოხსნას ითხოვს.