მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსული ნავთობი საფონდო ბირჟაზე გაიყიდება

59e5f7ee10986
BM.GE
17.10.17 16:30
1310
რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის გადაწყვეტილებით, უახლოეს მომავალში ადგილობრივი ნავთობის საფონდო ბირჟის კონტრაქტებით ექსპორტირება იქნება შესაძლებელი. მოგახსენებთ, რომ ამ დრომდე რუსული ნავთობის მიწოდება ექსკლუზიურად კონტრაქტების საფუძველზე ხდებოდა, სადაც ფასი უშუალოდ მყიდველისა და გამყიდველის შეთანხმების საფუძველზე განისაზღვრებოდა. რუსული ნავთობით ვაჭრობა ბირჟის მეშვეობით 2016 წლიდან ხდება. რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის გადაწყვეტილებით, ახლა უკვე იმ ნავთობის ფიზიკური მიწოდება მოხდება, რომელიც სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო სასაქონლო ბირჟის მეშვეობით საზღვარგარეთ იყიდება. აღსანიშნავია, რომ ამჟამად Urals-ის ტიპის ნავთობის მიწოდების კონტრაქტების უმეტესობა ევროპის ქვეყნებზე ხდება. Urals წარმოადგენს რუსული ბრენდის ნავთობის ნარევს, რომელიც მიიღება გოგირდის მაღალი შემცველობის ნავთობისა და დასავლეთ ციმბირული მსუბუქი ნავთობის შერევით. როგორც ადრე გახდა ცნობილი, სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე Urals-ის ნავთობით ვაჭრობის დაწყება 2017 წლის შუაში იყო დაგეგმილი.

მიწოდება კი პრიმორსკის პორტიდან უნდა განხორციელებულიყო. ამასთან, სატესტო აუქციონის ჩატარება 2013 წელს დაიყო, ხოლო 1 წლის წინ რუსულ ნავთობკომპანიებსა და მსხვილ ტრეიდერებს შორის ვაჭრობაც განხორციელდა.

ენერგოდაიჯესტი