12.იანვარი.2016 10:39
საზოგადოება

რუსეთთან ერთად, თურქეთის მიმართ სანქციებს აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობაც აამოქმედებს

რუსეთთან ერთად, თურქეთის მიმართ სანქციებს აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობაც აამოქმედებს
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით არ აღიარებული სახელმწიფო, რუსეთის კვალდაკვალ თურქეთის წინააღმდეგ სანქციების ამოქმედებას გეგმავს. "აფხაზეთის ეკონომკის სამინისტრო სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად და რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტი 2016 წლის 20 იანვრიდან თურქული საქონლის ნაწილის იმპორტზე შეზღუდვას აწესებს", - ნათქვამია არ აღიარებული რესპუბლიკის დე ფაქტო პრემიერის არტურ მიკვაბიევის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში. თურქული კომპანიები ოკუპირებლ ტერიტორიაზე ვერც 2015-2017 წლის საინვესტიციო პროექტებში მონაწილეობას შეძლებენ. არ აღიარებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო სქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ 20 იანვრიდან გაძლიერებული კონტროლი ამოქმედდება თურქული წარმომავლობის საჯარო დაწესებულებებთანაც და განსაკუთრებული კონტროლი დაწესდება. ამას გარდა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაძლიერებული იქნება კონტროლი არაკომერციული ორგანიზაციების მიმართაც. გადაწყვეტილების საფუძველი რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებული შეთანხმებაა,რომელიც კოორდინირებული საგარეო პოლიტიკის წარმოებას ითვალისწინებს.



20.სექტემბერი.2018 21:00
250

"ქართველი გადამზიდავებისთვის გზადსარგებლობის გადასახადი უნდა გაუქმდეს"

ვრცლად
20.სექტემბერი.2018 20:00
73

ქართული ჩაი "მანნა" ექსპორტზე ამერიკასა და ევროპაში გავიდა

ვრცლად
20.სექტემბერი.2018 19:00
67

დიდი დიღმის ტერიტორიის განვითარებისთვის ჩარჩო გეგმა შეიქმნება

ვრცლად
20.სექტემბერი.2018 18:30
58

ნავთობის ფასებმა მოიმატა

ვრცლად
20.სექტემბერი.2018 17:29
145

ხორბლის იმპორტთან დაკავშირებული რეგულაციების ამოქმედება ერთი წლით გადავადდა

ვრცლად
20.სექტემბერი.2018 16:30
152

"სამშენებლო კონტრაქტებში, ხშირად შეიძლება წარმოიშვას სადაო საკითხები"

ვრცლად