24.დეკემბერი.2015 21:51
მსოფლიო

რუსეთში ვალუტის გადაცვლისთვის პირადი დოკუმენტები და ანკეტის შევსება გახდა აუცილებელი

რუსეთში ვალუტის გადაცვლისთვის პირადი დოკუმენტები და ანკეტის შევსება გახდა აუცილებელი
რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ვალუტის გაცვლის წესები გაამკაცრა. ბანკის მიერ გამოცემული განკარგულების მიხედვით, 15 000 რუბლზე მეტი მოცულობის თანხის კონვერტაციის შემთხვევაში, პირის სრული იდენტიფიკაცია ხდება აუცილებელი.
 
ახალი წესები 28 დეკემბრიდან ამოქმედდება და მისი მიხედვით, კლიენტმა ვალუტის გადამცვლელ პუნქტში პასპორტიც უნდა წარადგინოს და ასევე ანკეტა შეავსოს.

ანკეტაში კი უნდა მიუთითოს გვარი, სახელი, მამის სახელი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტები და ასევე სხვა ცნობები, საკრედიტო დაწესებულების შეხედულებისამებრ.

ბაზრის მონაწილეებმა სააგენტო Bankir.Ru-ს განუცხადეს, რომ ახალი ნორმები გაზრდის საოპერაციო დატვირთვას ბანკებზე. საკრედიტო დაწესებულებები შეეცდებიან ასეთი ოპერაციები უნაღდო ანგარიშსწორებაზე გადაიტანონ, რასაც შესაძლოა გადამცვლელი პუნქტების მკვეთრად შემცირება მოჰყვეს.



18.ივნისი.2018 22:00
668

Apple-ის 82 წლის პროგრამისტი

ვრცლად
18.ივნისი.2018 20:20
532

სად სწავლობდნენ ყველაზე მდიდარი ამერიკელები

ვრცლად
17.ივნისი.2018 16:45
268

Businessinsider: ძვირადღირებული პერსონალური თვითმფრინავები

ვრცლად
17.ივნისი.2018 13:05
449

ამერიკის ყველაზე მაღალანაზღაურებადი დირექტორები

ვრცლად
17.ივნისი.2018 11:59
221

რომელ ქალაქებშია ყველაზე გადატვირთული მოძრაობა

ვრცლად
16.ივნისი.2018 21:00
220

Xiaomi-ის სმარტფონები ევროპის ბაზარზე გადის

ვრცლად