მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთმა უკრაინას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში უჩივლა

5922df86c8dfb
BM.GE
22.05.17 18:10
915
რუსეთმა უკრიანას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში უჩივლა. როგორც BBC წერს, რუსეთმა კონსულტაციების ჩატარება მოითხოვა იმ სანქციების გამო, რომელსაც უკრაინა რუსეთის მიმართ 2014 წლიდან ახორციელებს.

რუსეთის ეკონომიკის მინისტრის მაქსიმ არეშკინის განცხადებით, უკრაინა დაწესებული სანქციებით მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის საბაზო შეთანხმებებს არღვევს. რუსი მაღალჩინოსნის განცხადებით, უკრაინა ასობით რუსული კომპანიის აკრძალვით მათს დისკრიმინაციას ეწევა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 16 მაისს რამდენიმე რუსული კომპანიის წინააღმდეგ სანქციები აამოქმედა. კერძოდ, უკრაინაში დაიბლოკა რუსული სოციალური ქსელები: "ВКонтакте", "Одноклассники", Mail.Ru Group-ისა და Яндекс-ის ჯგუფში შემავალი სხვა ვებგვერდები.
მანამდე პოროშენკომ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც სანქციები რამდენიმე რუსულ ბანკზეც დაწესდა.