მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის უმდიდრეს 200 ბიზნესმენს შორის 3 ქართველია

5b083b5a230d6
ანუკა ჯოხაძე
25.05.18 21:00
2439
რუსული Forbes რუსეთის უმდიდრესი 200 ბიზნესმენის სიას აქვეყნებს, რომელთა შორისაც 3 ქართველია. 

61-ე ადგილს რუსეთში მოღვაწე, Eurasia Drilling Company-ის აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრე ჯაფარიძე იკავებს. ბიზნესმენის კაპიტალი კომპანია EDC-ის 30,2%-ს შეადგენს. მისი ქონება 2018 წლის მონაცემებით, მილიარდ 600 მილიონ ამერიკულ დოლარს უტოლდება.




113-ე ადგილზე ვაჩესლავ მირილაშვილი გავიდა. ბიზნესმენი Vaizra Investments-ის მმართველი პარტნიორია. ამასთან, მირილაშვილი რუსული სოციალური ქსელის ВКонтакте-ს თანადამფუძნებელია. 2013 წელს ბიზნესმენმა სოციალური ქსელის “ВКонтакте”-ს აქციების 40% 700 მილიონ ამერიკულ დოლარად გაყიდა. ბიზნესმენის ქონება 950 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.





200 ბიზნესმენს შორის 132-ე ადგილს დავით იაკობაშვილი იკავებს. 2018 წლის მონაცემებით ბიზნესმენის ქონება 800 მილიონი ამერიკულ დოლარია. ინვესტორმა 2017 წელს რუანდასა და კონგოში არსებულ კომპანიებში, აქციები შეიძინა.