13.იანვარი.2016 18:03
მსოფლიო

რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია ადგილობრივი ბანკის შეძენით დაინტერესდა

რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია ადგილობრივი ბანკის შეძენით დაინტერესდა
რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია პრობლემური Ergobank-ის შეძენით დაინტერესდა. ბანკი რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის 61 ორგანიზაციას ემსახურება. ის ფაქტი, რომ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია მოლაპარაკებებს აწარმოებს Ergobank-ის აქციების საკონტროლო პაკეტის შესაძენად, გამოცემა RBC-ს ბანკთან დაახლოებულმა პირებმა და ეკლესიის სანდო წყაროებმა დაუდასტურეს. გამოცემა აღნიშნავს, რომ ეკლესია პაკეტების შეძენით იმიტომ არის დაინტერესებული, რომ ბანკში გახსნილი ეპარქიის ანგარიშები გადაარჩინოს.
 
“გამორიცხული არ არის, რომ თუ მხარეები გარიგებაზე შეთანხმდებიან, ბანკს ეკლესიასთან დაახლოვებული პირი შეიძენს. ეკლესია ისეთ სპონსორებს მოძებნის, რომლებიც ბანკის შესაძენად თანხას პირდაპირ მისცემენ’’, - აცხადებს გამოცემის წყარო.

როგორც RBC-ს განუცხადეს, ეკლესია Ergobank-ში ანგარიშების გახსნაზე მისი ერთ-ერთი აქციონერის ვალერი მეშალკინას გამო დათანხმდა. სწორედ მას ეკუთვნის ბანკის 19,87 პროცენტი და ის ეკლესიის აქტიური მრევლია. მის მფლობელობაშია საქველმოქმედო ორგანიზაციებიც.

Ergobank-ის პრობლემები 2015 წლის ბოლოს დაიწყო, ბანკმა 904 მილიონი რუბლის ღირებულების ობლიგაციების გამოსყიდვა ვერ მოახერხა. აღნიშნული პრობლემების გამო ბანკი დეპოზიტებს ვეღარ გასცემს. Ergobank-ი აქტივების მიხედვით, რუსულ ბანკებს შორის, 311-ე ადგილს იკავებს.



09.დეკემბერი.2018 21:43
403

ავსტრიის ალპებში საბაგირო გზაზე გონდოლები ერთმანეთს შეეჯახნენ

ვრცლად
07.დეკემბერი.2018 21:53
268

მაიკლ ბლუმბერგმა, შესაძლოა, 2020 წელს აშშ-ის პრეზიდენტობისთვის იბრძოლოს

ვრცლად
06.დეკემბერი.2018 19:30
303

Forbes: რეგიონში ყველაზე იაფი ცხოვრება თბილისშია

ვრცლად
06.დეკემბერი.2018 19:23
1120

სოციალურ ქსელში ფეხსაცმელების თაღლითური ვებ-გვერდი გამოჩნდა

ვრცლად
06.დეკემბერი.2018 17:16
7003

რატომ აირჩია ავსტრიის პრეზიდენტის შვილმა საცხოვრებლად საქართველო

ვრცლად
06.დეკემბერი.2018 16:31
152

საკუთრების დაცვის ინდექსში საქართველოს რეიტინგი 14 პოზიციით გაუმჯობესდა

ვრცლად