მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა შესაძლოა Google-ი დააჯარიმოს

5674104c64a92
BM.GE
18.12.15 17:48
1387
რუსეთის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა შესაძლოა Google-ი დააჯარიმოს. ინფორმაცია მედიას სააგენტოს ხელმძღვანელმა იგორ არტემევმა მიაწოდა.

"ჩვენ დავითვალეთ მათი საჩივრები. რა თქმა უნდა ჩვენ ვთვლით რომ, ყველაფერი სწორად გავაკეთეთ. ჩვენ არ ვდებთ ხელშეკრულებებს დარეგულირებასთან დაკავშირებით თუკი კომპანია არ აღიარებს, რომ დამნაშავეა. სად გვეჩქარება? ამისთვის ჩვენ გვაქვს დრო, ჩვენ ბაზრის შესწავლას მშვიდად განვაგრძობთ. ყველაფერი დამოკიდებული იქნება სასამართლო პროცესის წარმატებულად დასრულებაზე. ასე ვთქვათ, როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შევა, ჯარიმის ოდენობასაც მაშინ გამოვაცხადებთ. თუ არ არსებობს შემამსუბუქებელი ან დამამძმებელი გარემოებები ჯარიმა საერთო ბრუნვის 8% იქნება" - განაცხადა არტემევმა ჟურნალისტებთან.

საძიებო სისტემა Google-მა საჩივარი რუსეთის ანტიმონოპოლიური სამსახურის წინააღმდეგ შეიტანა. მოსარჩელე მხარეები იყვნენ Google Inc. და "Google Ayrlend Limited. "განაცხადი აღიარონ გადაწყვეტილება და ქმედებები უკანონოდ“ - 10 დეკემბერს დარეგისტრირდა. ნოემბრის ბოლოს ანტომონოპოლიური სამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ სარჩელის შეტანით მისი სამსახურის გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად, google-ი საკუთარ თავს დაუკარგავს იმის მცირეოდენ შანსსაც კი რომ ჯარიმა კონკურენციის კანონის დარღვევის გამო იყოს მინიმალური, უფრო ადრე Google-მა განაცხადა, რომ სასამართლოს საშუალებით გაასაჩივრებდა ანტიმონოპოლიური სამსახურის გადაწყვეტილებას, რომელის მიხედვითაც ამერიკულ საძიებო სისტემას Google Play-ს ანდროიდისთვის უნდა გამოეყოს ისეთი ფუნქციური პროგრამები, როგორიცაა "YouTube", "Google map" და "Google Foto". 5 დეკებერს ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა Google-ს ოფიციალურად მიმართა გამოასწოროს კონკურენციის შესახებ კანონდარღვევის ფაქტი. სექტემბერში Goggle-ი კონკურენციის შესახებ კანონდაღვევაში დაადანაშაულეს.