06.დეკემბერი.2017 12:32
მსოფლიო

რუსეთი ზამთრის ოლიმპიადაზე არ დაუშვეს

რუსეთი ზამთრის ოლიმპიადაზე არ დაუშვეს
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) გადაწყვეტილებით, 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე რუსეთი მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა სპორტსმენების ნაწილი ნეიტრალური დროშის ქვეშ ასპარეზობას შეძლებენ, - ამის შესახებ განცხადება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა გააკეთა.

რუსეთი ვალდებულია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტს 15 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კომპენსაცია გადაუხადოს, რითიც ანტიდოპინგური გამოძიებების ხარჯებს დაფარავს და დოპინგ-ტესტირების დამოუკიდებელ ორგანიზაციას (ITA) დაეხმარება.

არსებული ინფორმაციით, ოლიმპიადაზე რუსული ჰიმნი აიკრძალა.

ჯერჯერობით უცნობია რუსი სპორტსმენებიდან ვინ გამგზავრება ზამთრის ოლიმპიადაზე.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ოლიპმიურ თამაშებზე დოპინგთან დაკავშირებული სკანდალის გამო, ქვეყნის დროშას არ გამოფენენ და არც მის ჰიმნს გააჟღერებენ.

2018 წლის ზამთრის ოლიმპიადის მასპინძელი სამხრეთ კორეაა.



19.ივლისი.2018 17:17
31

Amazon მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კომპანიის ტიტულისთვის ემზადება

ვრცლად
19.ივლისი.2018 12:20
147

$60 მლნ ერთ დღეში მაისურების გაყიდვით - რონალდოს რეკორდი

ვრცლად
19.ივლისი.2018 12:07
33

აშშ-ში ნედლი ნავთობის მარაგები 5,8 მლნ ბარელით გაიზარდა

ვრცლად
19.ივლისი.2018 12:06
35

ნავთობის ფასი გაიზარდა

ვრცლად
18.ივლისი.2018 20:30
267

ევროკავშირმა Google $5 მილიარდით დააჯარიმა

ვრცლად
18.ივლისი.2018 18:52
48

WALMART და MICROSOFT ამაზონის წინააღმდეგ გაერთიანდნენ

ვრცლად