მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი გლობალურ ინტერნეტს გამოეთიშება - რას ნიშნავს ეს ცვლილება

5c62cd5d73516
შოთა ტყეშელაშვილი
12.02.19 18:30
7157
რუსეთი 2019 წლის 1 აპრილამდე სატესტოდ გლობალურ ინტერნეტს დროებით გამოეთიშება, ინტერნეტის სრული ტრაფიკი გადაერთვება ადგილობრივ სერვერებზე, რომლებიც სიმულაციის ფარგლებში გლობალური ინტერნეტის ერთ-ერთი საძირკვლის Domain Name System ანუ DNS-ის როლს შეასრულებენ.

DNS-ის ქვეყნის შიგნით მდებარე სერვერებზე მოქცევით, რუსეთის მთავრობას მიეცემა წვდომა ტოტალური კონტროლი გაუწიოს ქვეყანაში შესულ და გასულ ინფორმაციას.

2020 წლისთვის რუსეთი “სუვერენული” ინტერნეტის ამოქმედებას გეგმავს, დროებითი გამოთიშვაც სწორედ აღნიშნულ მოსამზადებელ სამუშაოს წარმოადგენს.

გლობალური ინტერნეტიდან გამოთიშვა არ ნიშნავს, რომ მომავალში რუსეთში ელექტრონულ ფოსტას ვერ გააგზავნით, თქვენი წერილი ადრესატამდე მივა, მაგრამ წერილის მიერ რუსეთში განვლილი გზა არ იქნება გლობალური ინტერნეტის ნაწილი.

“სუვერენული” ინტერნეტის შექმნისთვის რუსეთის ერთ-ერთი მთავარი კონტრაქტორი კიბერუსაფრთხოების კომპანია Kaspersky-ია; სწორედ აღნიშნული კომპანია ეხმარება რუსეთს ადგილობრივი DNS სერვერების შექმნაში. კომპანიას KGB-სთან პირდაპირი კავშირი აქვს, მისი დამფუძნებელი ევგენი კასპერსკი KGB-ს თანამშრომელი იყო. 

"სუვერენული" ინტერნეტის პროექტი ჩინეთის “დიდი ცენზურის კედლის” მსგავსია.

ადგილობრივი ინტერნეტის ჩართვას რუსეთის უფლებადამცველი ორგანიზაციები აპროტესტებენ.