17.თებერვალი.2016 12:00
მსოფლიო

რუსეთი და OPEC-ი ნავთობის მოპოვების მაჩვენებლის "გაყინვაზე" შეთანხმდნენ

რუსეთი და OPEC-ი ნავთობის მოპოვების მაჩვენებლის "გაყინვაზე" შეთანხმდნენ
რუსეთი და OPEC-ი შეთანხმდნენ, რომ ნავთობმოპოვების მაჩვენებლს "გაყინავენ". მოლაპარაკებებში, რომელიც კატარში გაიმართა, რუსეთის, კატარის, ვენესუელას და საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრები მონაწილეობდნენ. Bloomberg-ის ინფორმაციით, შეთანხმების თანახმად, ნავთობის მოპოვების მაჩვენებელი 11 იანვრის ნიშნულზე შენარჩუნდება. საუდის არაბეთის ნავთობის მინისტრი ამბობს, რომ შეთანხმება "ადეკვატურია". რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ალექსანდ ნოვაკმა ინფორმაცია დაადასტურა და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებში ჩართული მხარეები მოპოვების "გაყინვის" მზაობას გამოთქვამენ, იმ შემთხვევაში თუ ანალოგიურად სხვა ქვეყნებიც მოიქცევიან.
 
კატარის ენერგეტიკის სამინისტროში განაცხადეს, რომ, ყურადღებას მიაქცევენ რამდენად შესრულდება მიღწეული შეთანხმება. რაც შეეხება მომავლის გეგმებს, ამაზე ქვეყნები უახლოეს თვეებში იმსჯელებენ. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ცნობით, იანვარში საუდის არაბეთი 24 საათში 10,2 მლნ ბარელს მოიპოვებდა, რუსეთი კი 10,9 მლნ ბარელს – რაც პოსტსაბჭოთა ეპოქის რეკორდია.

Bloomberg-ი წერს, რომ დოჰაში გამართული არაოფიციალური შეხვედრა 1990–იანი წლების ბოლოს "ნავთობის დიპლომატიის" პერიოდის მოვლენებს ჰგავდა. მაშინ OPEC-ის წევრებმა შეძლეს ნავთობის მოპოვების ეტაპობრივ შემცირებაზე შეთანხმება. გადაწყვეტილება 1998 წელისთვის ნავთობის ფასის 10 აშშ დოლარაზე დაბლა დაცემას მოჰყვა. 



16.იანვარი.2019 15:00
95

როგორ გამდიდრდნენ ქვეყნები ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ?

ვრცლად
16.იანვარი.2019 01:13
245

პარლამენტმა Brexit-ზე ტერეზა მეის პროექტი ჩააგდო

ვრცლად
15.იანვარი.2019 21:32
494

Apple „ჭკვიანი“ ტანსაცმლის წარმოებას იწყებს

ვრცლად
15.იანვარი.2019 21:01
257

“გერმანიის ეკონომიკა იზრდება და მცირდება ჩინეთთან ერთად” - Commerzbank-ის ეკონომისტი

ვრცლად
15.იანვარი.2019 21:00
54

2018 წელს ყაზახეთის ეკონომიკა 4,1%-ით გაიზარდა

ვრცლად
15.იანვარი.2019 18:29
200

რა დაჯდა ტრამპის ინაუგურაცია?

ვრცლად