მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი ბლოკჩეინის კვლევით ლაბორატორიას ხსნის

5b3b578563df1
ლევან თაღიაშვილი
03.07.18 14:48
1211
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბლოკჩეინ ტექნოლოგიის საკვლევ ლაბორატორიას ხსნის, რომელიც გააანალიზებს თუ როგორ შეიძლება ბლოკჩეინი კიბერშეტევებისთვის გამოიყენონ. რუსული მედია საშუალება Izvestia წერს, რომ ლაბორატორია იმუშავებს შესაძლო კიბერ-შეტევების იდენტიფიცირებასა და სტრატეგიული ინფრასტრუქტურული ნაგებობების დაცვაზე. Izvestia წერს, რომ კვლევები უკვე დაწყებულია აპლიკაციების შესახებ, რომელიც შესაძლებელია გამოიყენონ ბლოკჩეინ ტექნოლოგიებში. ალექსეი მალანოვის თქმით, რომელიც ანტივირუსის ექსპერტია კასპერსკის ლაბორატორიაში, ბლოკჩეინზე დაფუძნებული ტექნოლოგია გაცილებით უფრო ნაკლებ კვალს ტოვებს კიბერ შეტევის დროს.