მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთ-საქართველოს შორის საბაჟო ადმინისტრირების შეთანხმების ფარგლებში, მოსკოვმა შვეიცარიულ კომპანია SGS-სთან კონტრაქტი გააფორმა

5b0187a300b13
თელარა გელანტია
20.05.18 18:35
1012
რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალურ საბჭოს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რუსეთ-საქართველოს შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და საქონლით ვაჭრობის მონიტორინგის ძირითადი პრინციპების მექანიზმის შესახებ 2011 წლის 9 ნოემბერს მიღწეული შეთანხმების რეალიზაციის თაობაზე.

ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრო ავრცელებს, რომელსაც BM.ge უცვლელად გთავაზობთ:

„18 მაისს რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალურ საბჭოს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რუსეთ-საქართველოს შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და საქონლით ვაჭრობის მონიტორინგის ძირითადი პრინციპების მექანიზმის შესახებ 2011 წლის 9 ნოემბერს მიღწეული შეთანხმების რეალიზაციის თაობაზე.

ასევე, გაფორმდა კონტრაქტი კომპანია SGS Société Générale de Surveillance SA-თან. რუსეთის მხრიდან ორივე დოკუმენტს ხელი მოაწერა ფედერალური საბაჟო სამსახურის უფროსმა ვლადიმერ ბულავინმა. ამით რუსეთის ფედერაციამ დაასრულა პროცედურები, რომელიც საჭიროა საბაჟო ადმინისტრირებისა და საქონლით ვაჭრობის მონიტორინგის ძირითადი პრინციპების მექანიზმის შესახებ შეთანხმების პრაქტიკული რეალიზაციისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ: საქართველომ, საქართველო-რუსეთის საზღვარზე საქონელბრუნვის მონიტორინგის შესახებ რუსეთთან ექვსი წლის წინ დადებული შეთანხმების ფარგლებში, შვეიცარიულ კომპანია SGS-თან კონტრაქტს ხელი 2017 წლის ბოლოს მოაწერა.

ცნობისთვის: 2011 წლის 9 ნოემბერს, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით შვეიცარიის კონფედერაციის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის მთავრობებმა დოკუმენტების პაკეტს მოაწერეს ხელი. პირველი - საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ბრუნვის მონიტორინგის მექანიზმის ძირითადი პრინციპების შესახებ ორმხრივი შეთანხმებაა, მეორე - ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც შვეიცარიის, როგორც ნეიტრალური მესამე მხარის როლს განამტკიცებს. მესამე: სამივე მხარემ - საქართველომ, რუსეთმა და შვეიცარიამ გაცვალეს დოკუმენტები იმ საერთაშორისოდ აღიარებული ნეიტრალური კერძო კომპანიის მოქმედების პირობების განსაზღვრის მიზნით, რომელსაც მონიტორინგის განხორციელების მანდატს შვეიცარიის მთავრობა მიანიჭებს. საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ბრუნვის მონიტორინგის მექანიზმი ა) ელექტრონულ მონაცემთა გაცვლის სისტემას (EDES) და ბ) საერთშორისო ზედამხედველობის (IMS) სისტემას მოიცავს. ელექტრონულ მონაცემთა გაცვლის სისტემის საშუალებით ნეიტრალური კერძო კომპანია ტვირთის სავაჭრო დერეფნებში შესვლამდე რისკის მართვის უზრუნველყოფის მიზნით სასაქონლო დეკლარაციებიდან და ტვირთებზე წინასწარი ინფორმაციიდან შესაბამის მონაცემებს მოიპოვებს. ხელშემკვრელი მხარეები ნეიტრალურ კერძო კომპანიას სავაჭრო დერეფნებში შემავალი ან დერეფნებიდან გამავალი ყველა საქონლის შესახებ შემდეგ მონაცემთა ერთობლიობას წარუდგენენ. EDES-ის ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება შვეიცარიის მიერ დაქირავებული ნეიტრალური კერძო კომპანიისთვის.

მოგვიანებით შეირჩა კერძო შვეიცარიული კომპანია SGS, რომელმაც მონიტორინგი უნდა განახორციელოს. აღნიშნულ კომპანიასთან შესაბამისი კონტრაქტი საქართველომ გასული წლის ბოლოს გააფორმა.