14.თებერვალი.2016 19:03
ეკონომიკა

რუსეთ-საქართველოს საზღვრებზე, შვეიცარიელი მონიტორების განთავსებამდე კონტრაქტის დაზუსტება მიმდინარეობს

რუსეთ-საქართველოს საზღვრებზე, შვეიცარიელი მონიტორების განთავსებამდე კონტრაქტის დაზუსტება მიმდინარეობს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთ-საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებზე შვეიცარიელი მონიტორების განთავსებამდე მხარეებს შორის კვლავ კონტრაქტის ტექსტის საბოლოო ვარიანტის დაზუსტება მიმდინარეობს.
 
როგორც "ბიზნესკონტაქტს" ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, "ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მიზნით, ქართული მხარე აქტიურადაა ჩართული ძირითადი ხელშეკრულების შესრულებისთვის საჭირო კონტრაქტის გაფორმების პროცესში".

"ამ ეტაპზე, მიმდინარეობს კონტრაქტის ტექსტის საბოლოო ვარიანტზე შეთანხმებისთვის გარკვეული დებულებების დაზუსტება. მხარეთა შორის მიღებული წესის შესაბამისად, მოლაპარაკების დასრულებამდე დეტალების გასაჯაროებისაგან თავს შევიკავებთ", - აცხადებენ უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 9 ნოემბერს ჟენევაში, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, შვეიცარიის კონფედერაციის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის მთავრობებმა დოკუმენტების პაკეტს მოაწერეს ხელი. პირველი საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ბრუნვის მონიტორინგის მექანიზმის ძირითადი პრინციპების შესახებ ორმხრივი შეთანხმებაა, მეორე - ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც შვეიცარიის, როგორც ნეიტრალური მესამე მხარის როლს განამტკიცებს, მესამე - სამივე მხარემ (საქართველო, რუსეთი და შვეიცარია) გაცვალეს დოკუმენტები იმ საერთაშორისოდ აღიარებული ნეიტრალური კერძო კომპანიის მოქმედების პირობების განსაზღვრის მიზნით, რომელსაც მონიტორინგის განხორციელების მანდატს შვეიცარიის მთავრობა მიანიჭებდა.

საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ბრუნვის მონიტორინგის მექანიზმი ელექტრონულ მონაცემთა გაცვლის სისტემას (EDES) და საერთშორისო ზედამხედველობის (IMS) სისტემას მოიცავს. ელექტრონულ მონაცემთა გაცვლის სისტემის საშუალებით ნეიტრალური კერძო კომპანია ტვირთის სავაჭრო დერეფნებში შესვლამდე რისკის მართვის უზრუნველყოფის მიზნით სასაქონლო დეკლარაციებიდან და ტვირთებზე წინასწარი ინფორმაციიდან შესაბამის მონაცემებს მოიპოვებს. ხელშემკვრელი მხარეები ნეიტრალურ კერძო კომპანიას სავაჭრო დერეფნებში შემავალი ან დერეფნებიდან გამავალი ყველა საქონლის შესახებ შემდეგ მონაცემთა ერთობლიობას წარუდგენენ. ელექტრონულ მონაცემთა გაცვლის სისტემაში ინფორმაცია ეროვნული საბაჟო სისტემის მიერ მისი დადასტურების შემდეგ იქნება შეტანილი. EDES-ის ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება შვეიცარიის მიერ დაქირავებული ნეიტრალური კერძო კომპანიისთვის.

ტვირთბრუნვის მონიტორინგის მიზნით შერჩეულ იქნა შვეიცარიული კომპანია SGS, რომელთანაც როგორც საქართველომ, ისე რუსეთმა ორმხრივი კონტრაქტები უნდა გააფორმონ. კომპანიამ მონიტორინგი უნდა განახორციელოს წინასწარ განსაზღვრულ სავაჭრო დერეფნებში, რომლებიც 2011 წლის შეთანხმებაში გეოგრაფიული კოორდინატებით არის გასაზღვრული. კოორდინატთა ბადეში რუსეთ-საქართველოს საზღვრის კვეთის სამი წერტილი - ფსოუ, როკი და ლარსი ექცევა. ვაჭრობის ადმინისტრირება და კონტროლი საბაჟო ტერმინალებში განხორციელდება, რომლებიც სავაჭრო დერეფნების გამოსასვლეში/შესასვლელში მდებარეობს.
ავტორი: დავით ჯალაღონია



26.მაისი.2018 21:15
161

ენერგოეფექტურობის პირველ ეროვნულ სამოქმედო გეგმაზე მუშაობა დასრულდა

ვრცლად
26.მაისი.2018 20:10
108

მცხეთის გენგეგმისთვის ახალი, 1,8 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოცხადდა

ვრცლად
26.მაისი.2018 19:00
292

როგორ მიეწოდება ელექტროენერგია ოკუპირებულ აფხაზეთს „ენგურჰესის“ გარეშე?

ვრცლად
26.მაისი.2018 17:40
292

თბილისის ცენტრიდან რკინიგზის სატვირთო ნაწილის გადატანის სცენარები

ვრცლად
26.მაისი.2018 17:20
202

„უსახელაურის ვენახების“ ღვინო ექსპორტზე გერმანიასა და ჩინეთში გავიდა

ვრცლად
26.მაისი.2018 17:00
183

გაზსაცავის მშენებლობას KFW 150 მლნ აშშ დოლარით დააფინანსებს

ვრცლად