მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რონალდუმ გადასახადების დამალვა აღიარა - ფეხბურთელს $21.6 მლნ-ის გადახდა დაეკისრა

5c46f79daf197
ლევან თაღიაშვილი
22.01.19 15:05
746
ცნობილმა ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ აღიარა დანაშაული, რაც გადასახადების დამალვას გულისხმობს.

მას 2-წლიანი პირობითი სასჯელი შეეფარდა. Bloomberg-ის ინფორმაციით, ტურინის იუვენტუსის ფორვარდი მადრიდში, სასამართლოში 45 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა.

რონალდუმ შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც, ის 19 მილიონ ევროს ანუ ჯარიმის სახით 21.6 მილიონ დოლარს გადაიხდის. სასამართლოს შენობაში შესვლამდე მან ავტოგრაფები გულშემატკივრებს დაურიგა. 

შეგახსენებთ, რომ 2017 წელს ცნობილ ფეხბურთელს პროკურატურამ ბრალი დასდო 2011-2014 წლებში 14.7 მილიონი ევროს გადასახადების დამალვაში, რასაც ესპანეთის საზღვარგარეთ მყოფი კომპანიების მეშვეობით ახორციელებდა.