მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელია 2018 წლის საუკეთესო ელექტრომობილი

5b6ebe32350c6
BM.GE
11.08.18 15:00
1332
წლიდან წლამდე არამარტო ელექტრომობილების რაოდენობა იზრდება, არამედ სულ უფრო და უფრო მეტი მოდელია წარმოდგენილი სხვადასხვა ავტომწარმოებელების მიერ. დასრულდა ის დრო, როდესაც მომხმარებელს მხოლოდ მოკრძალებული არჩევანის გაკეთება შეეძლო Nissan LEAF-ს და Renaul Zoe-ს შორის. ამჟამად, ავტოინდუსტრიის ისეთი გიგანტები, როგორებიცაა Audi, Jaguar და Porsche სერიოზულ კონკურენციას უწევენ ელექტრომობილების ლუქს კლასის მწარმოებელ Tesla-ს.
ბრიტანულმა Jaguar-მა, ელექტრომობილით iPace წელს შთამბეჭდავი სტარტი აიღო ევროპაში. სექტემბერში კი Audi წარადგენს პირველ სრულად ელექტრო მანქანის მოდელს e-tron. არც Porsche ჩამორჩა თანამედროვე ტენდენციებს და ერთვება ამ „შეჯიბრში“ ელექტრომობილის მოდელით, რომლის დასახელებაა Taycan და დაახლოებით Panamera-ს გაბარიტების არის.

ჩამოთვლილი ავტომწარმოებლები აცხადებენ, რომ ერთი დატენვით მათ ელექტრომობილს 320-და 480 კილომეტრამდე დისტანციის გავლა შეეძლება და აღჭურვილი იქნება უახლესი ტექნოლოგიებით, მათ შორის, აპლიკაციით ელექტრომობილის ფუნქციების დისტანციური მართვა.

ცხადია, ყოველივე ეს საკმაოდ მაღალ ფასში გამოიხატება: ამ უახლესი ელექტრომობილების ფასი 67,000 ევროდან იწყება და 85,000 ევროს აღწევს.
საინტერესოა ლუქს კლასის ამ მანქანების ერთმანეთთან შედარება, რასაც დღეს ამ სტატიის მეშვეობით გთავაზობთ:

მოდელი: სრული დამუხტვით დასაფარი დისტანცია:
Audi e-tron 397 კმ (WLTP – Worldwide Harmonized Light Vehicle Test Procedure)
Jaguar i-Pace 477 კმ (WLTP)
Porsche Taycan 496 კმ (NEDC – New European Driving Cycle)
Tesla Model X 75D 415 კმ (NEDC)
*წყარო: The Sunday Times

აღნიშნული ციფრები მოყვანილია ახალ ევროპულ ტესტირებაზე დაყრდნობით, სადაც NEDC (New European Driving Cycle) მონაცემებს ეტაპობრივად ჩაანაცვლებს WLTP (Worldwide Harmonized Light Vehicle Test Procedure), რომელიც მომხმარებელს უფრო დაზუსტებულ და რეალობასთან მიახლოებულ მონაცემებს მიაწვდის, რადგან უშუალოდ ავტომწარმოებლების მიერ მოწოდებული ციფრები, ხშირ შემთხვევაში, ზედმეტად ოპტიმისტურია.

ელექტრომობილის მფლობელთათვის არანკლებად მნიშვნელოვანია ის საკითხი, თუ რა დროში დატენება მათი მანქანა:
მოდელი: სწარფი დატენვის მაქსიმალური სიმძლავრე:

Audi e-tron 150 kW
Jaguar i-Pace 100 kW
Porsche Taycan 350 kW
Tesla Model X 75D 120 kW

ელექტრო მანქნის დამუხტვის დრო მნიშვნელოვნად განსხვავდება იმისდა მიხედვით, თუ რა დატენვის მეთოდს გამოიყენებთ. აქვე მოვიყვანთ რამოდენიმე მაგალითს აღნიშნული მოდელებზე დაყრდნობით: თუ სახლის პირობებში მანქანას მთელი ღამით დატოვებთ დასამუხტად Jaguar-ი მხოლოდ 60 კილომეტრის გასავლელ მუხტს „დაიმატებს. ამიტომ, სახლისთვის სასურველია შეიძინოთ 7-კილოვატიანი კედლის დამტენი, რომლის მეშვეობითაც მანქანა 13 საათში 0-დან 100%-მდე დაიტენება. სტანდარტული საჯარო გარე დამტენით (22 kW) ეს მანქანა ერთ საათში 220 კილომეტრის გასავლელ მუხტს მიიღებს, ხოლო იმ დროისთვის როდესაც ევროპაში 100-კილოვატიანი სწრაფი დამტენები დამონტაჟდება, i-Pace 45 წუთში შეძლებს 90%-ი მუხტის აღდგენას (რაც დაახლოებით 430 კილომეტრს გაგატარებთ).
Tesla Model X 75D-ს 7-კილოვატიანი დამტენის მეშვეობით 11 საათში დამუხტავთ, ხოლო 22-კილოვატიანი „ქალაქის დამტენით“ ეს დრო 3,5 საათამდე შემცირდება. თავად Tesla Supercharger დამტენბის ქსელში კი, მანქანის ბატარეის 80%-ს 40 წუთში დატენით.
Audi-ს განცხადებით, e-tron-ს 150 კილოვატის მიღება შეეძლება სწრაფი დამტენების მეშვეობით, რაც იმას ნიშნავს, რომ 80%-ით ბატარეის დასატენად ნახევარ საათს დახარჯავთ, ხოლო სრულ დატენვას 50 წუთს მოანდომებთ. თუმცა, ეს მხოლოდ მომავლის პერსპექტივაა, რადგან კომპანია ჯერ მხოლოდ მუშაობს ამ სიმძლავრის დამტენების ქსელის პროექტზე. თუ სახლის პირობებში მანქანის დასატენად 11-კილოვატიან სტაციონარულ დამტენს შეიძენთ, მანქანის დატენვას 0%-დან 100%-მდე 8,5 საათში შეძლებთ.
რაც შეეხება Porsche-ს, მანქანის პარამეტრები მწარმოებელს ჯერ სრულად არ აქვს გამოქვეყნებული და ამჟამად ცნობილია მხოლოდ ის, რომ Taycan-ს შეეძლება 15 წუთში იმდენი მუხტის მიღება, რაც 400 კილომეტრის გავლის საშუალებას მოგცემთ. აღსანიშნავია, რომ დღეისათვის დამტენების ის ტექნოლოგია, რომელიც ამას უზრუნველყოფს ევროპაში თითქმის არსად არ არის დანერგილი.
აქვე გვინდა წარმოგიდგინოთ ოთხივე ელექტრომობილის მონაცემები, რომელიც 0-დან 100 კილომეტრამდე სიჩქარის ასაკრეფად საჭირო დროს შეეხება:
მოდელი: 0-დან 100 კმ-მდე სიჩქარე
Audi e-tron 6 წამი
Jaguar i-Pace 4.5 წამი
Porsche Taycan 3.5 წამი
Tesla Model X 75D 4.9 წამი

ი-სპეის . E-Space