მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი ვარსკვლავის კონცერტს დაესწრებოდით Black Sea Arena-ზე? - მთავრობის გამოკითხვა

5c14bc8f9432d
თელარა გელანტია
15.12.18 12:48
2768
„რომელი ვარსკვლავის კონცერტზე წახვიდოდით Black Sea Arena-ს გახსნაზე მაისში?“, - ამ შინაარსის კითხვით https://www.playbuzz.com/katerinag13/black-sea-arena?fbclid=IwAR2m0eCeYPY1CVyyj7T7qkRFNmc2xfU4-_ba60kBF2Sq_o_OX6gcYl-VTJE მიმართავს საზოგადოებას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და Black Sea Arena.

იმ საერთაშორისო ვარსკვლავებს შორის, ვისაც მოქალაქეებს შეუძლიათ ხმა მისცენ და საკუთარი სურვილი დააფიქსირონ, არიან: მერაია ქერი, უილ სმიტი, Earth, Wind and Fire, შადე, კაილი მინოუგი, სტინგი, „დეფეშ მოუდი“, „მობი“, ლაიონელ რიჩი, “ბლექ აიდ ფისი“, "ფროდიჯი“, 50 Cent და ჯესი ჯეი.

როგორც bm.ge-ის ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოკითხვის მიზანია, Black Sea Arena-ს მენეჯმენტმა გაიგოს, რომელი ვარსკვლავის კონცერტზე დასწრება სურს მოქალაქეებს.

გაიმართება თუ არა მომავალ წელს საერთაშორისო ვარსკვლავების კონცერტი საქართველოში პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში, ჯერჯერობით, უცნობია.
როგორც რამდენიმე დღის წინ bm.ge-ის ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ განუცხადა, მთავრობა მუშაობს და ჯერჯერობით, უცნობია, რა ფორმით გაგრძელდება ეს პროექტი.

შეგახსენებთ, არსებული ფორმით Check in Georgia-ს არაეფექტიანობა მთავრობამაც აღიარა.