27.აპრილი.2018 16:00
საფინანსო სექტორი

რომელი პროფესიების წარმომადგენლებს შეეზღუდებათ სესხზე წვდომა?

რომელი პროფესიების წარმომადგენლებს შეეზღუდებათ სესხზე წვდომა?
ეროვნულმა ბანკმა ცვლილებათა პაკეტი მოამზადა, რომლის მიხევითაც კონკრეტული პროეფესიების წარმომადგენლებს სესხებზე წვდომა ეზღუდებათ.

სამუშაო დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მიკრო და მცირე ბიზნესით დაკავებულ პირებთან მიმართებაში, რომელთა შემოსავლები არ დასტურდება მესამე დამოუკიდებელი მხარეებისაგან მიღებული დოკუმენტებით, გადამხდელუნარიანობის დეტალური ანალიზი უნდა დაეფუძნოს გარკვეულ პრინციპებს.

ბანკს სესხის გაცემისას უნდა გააჩნდეს რელევანტური სტატისტიკური მაჩვენებლების აკუმულირების სისტემა შემდეგი პროფესიებისთვის:

 ტაქსი
 რეპეტიტორი - კერძო პრაქტიკით დაკავებული მასწავლებლები
 ძიძა
 პროფილაქტიკის ხელოსანი
 დალაქი / სალონის ხელოსანი
 გზავნილები


აღნიშნულიდან გამომიდნარე სესხის გაცემადე აღნიშნული პროფესიების წარმომადგენლები უნდა აკმაყოფილბდნენ შემდეგ პირობებს.

1. ტაქსი

a. მძღოლი და მანქანა უნდა იყვნენ რეგისტრირებული / ლიცენზირებული

b. მანქანა უნდა იყოს მძღოლის სახელზე მინიმუმ ბოლო 6 თვის მანძილზე

c. გათვალისწინებულ უნდა იქნას მანქანის ასაკი და ფიზიკური მდგომარეობა

i. რამდენად შეესაბამება მანქანის მდგომარეობა სარეგისტრაციო, სალიცენზიო მოთხოვნებს, როგორც მიმდინარე ეტაპზე ასევე სესხის ვადის განმავლობაში

d. მძღოლი გადამოწმებულ უნდა იქნას სხვადასხვა მარშუტებზე ტარიფების კუთხით

i. ტარიფები უნდა შედარდეს არსებულ საშუალო მაჩვენებლებს.

e. გამოკითხულ უნდა იქნას მსესხებლის ოჯახური მდგომარეობა და სხვა რელევანტური საკითხები.

f. საქმეს უნდა დაერთოს მანქანის და ტექ პასპორტის სურათები

g. სესხის მომსახურეობის PTI კოეფიციენტი უნდა შეესაბამებოდეს სებ-ის მიერ დადგენილ ნორმებს

h. სესხის მოცულობამ სასურველია არ გადააჭარბოს 6000 ლარს

i. გამონაკლის შემთხვევებში მიზეზები, რის გამოც სესხის თანხა აჭარბებს 6000 ლარს დეტალურად უნდა იყოს აღწერილი და შეძლებისდაგვარად დოკუმენტირებული



2. რეპეტიტორი - კერძო პრაქტიკით დაკავებული მასწავლებლები

a. უნდა განხორციელდეს რეპეტიტორის ადგილზე ინსპექტირება

i. ყურადღება უნდა გამახვილდეს სამუშაო გარემოზე, კერძოდ რამდენად შეესაბამება იგი რეალობას

b. დეტალურად უნდა განაალიზდეს რეპეტიტორის ის ჩანაწერები სადაც მოცემულია მოსწავლეების / სტუდენტების სია, მათი მოძრაობის განრიგი, ტარიფები და სხვა რელევანტური მახასიათებლები

i. ტარიფები უნდა შედარდეს შესაბამისი დისციპლინის სწავლების საშუალო მაჩვენებლებს

ii. ტარიფები შერჩევის გამოყენებით უნდა გადამოწმდეს რამდენიმე მოსწავლის / სტუდენტის მშობელთან

c. საქმეს უნდა დაერთოს რეპეტიტორის ჩანაწერები

d. საქმეს უნდა დაერთოს ობიექტის სურათები

e. სესხის მომსახურეობის PTI კოეფიციენტი უნდა შეესაბამებოდეს სებ-ის მიერ დადგენილ ნორმებს

f. სესხის მოცულობამ სასურველია არ გადააჭარბოს 6000 ლარს

i. გამონაკლის შემთხვევებში მიზეზები, რის გამოც სესხის თანხა აჭარბებს 6000 ლარს დეტალურად უნდა იყოს აღწერილი და შეძლებისდაგვარად დოკუმენტირებული

3. ძიძა

a. უნდა განხორციელდეს ძიძის სამუშაო ადგილზე ინსპექტირება

b. უნდა გამოიკითხოს ძიძის დამსაქმებელი, მათ შორის ანაზღაურების თაობაზე.

c. სესხის მომსახურეობის PTI კოეფიციენტი უნდა შეესაბამებოდეს სებ-ის მიერ დადგენილ ნორმებს

d. სესხის მოცულობამ სასურველია არ გადააჭარბოს 2000 ლარს

i. გამონაკლის შემთხვევებში მიზეზები, რის გამოც სესხის თანხა აჭარბებს 2000 ლარს დეტალურად უნდა იყოს აღწერილი და შეძლებისდაგვარად დოკუმენტირებული

4. პროფილაქტიკის ხელოსანი


a. უნდა განხორციელდეს ხელოსნის სამუშაო ადგილზე ინსპექტირება

i. ყურადღება უნდა გამახვილდეს სამუშაო გარემოზე, კერძოდ რამდენად შეესაბამება იგი რეალობას.

b. ხელოსანი გადამოწმებულ უნდა იქნას სხვადასხვა სერვისზე ტარიფების კუთხით

i. ტარიფები უნდა შედარდეს არსებულ საშუალო მაჩვენებლებს.
c. უნდა გამოიკითხოს ობიექტის მეპატრონე / დირექტორი მათ შორის ხელოსნის ანაზღაურების თაობაზე

d. საქმეს უნდა დაერთოს ხელოსნის ჩანაწერები (არსებობის შემთმხვევაში)

e. საქმეს უნდა დაერთოს ობიექტის სურათები

f. სესხის მომსახურეობის PTI კოეფიციენტი უნდა შეესაბამებოდეს სებ-ის მიერ დადგენილ ნორმებს

g. სესხის მოცულობამ სასურველია არ გადააჭარბოს 6000 ლარს

i. გამონაკლისი შემთხვევებში მიზეზები, რის გამოც სესხის თანხა აჭარბებს 6000 ლარს დეტალურად უნდა იყოს აღწერილი და შეძლებისდაგვარად დოკუმენტირებული


5. დალაქი / სალონის ხელოსანი

a. უნდა განხორციელდეს დალაქის სამუშაო ადგილზე ინსპექტირება
i. ყურადღება უნდა გამახვილდეს სამუშაო გარემოზე, კერძოდ რამდენად შეესაბამება იგი რეალობას.
b. დალაქი გადამოწმებულ უნდა იქნას სხვადასხვა სერვისზე ტარიფების კუთხით
i. ტარიფები უნდა შედარდეს არსებულ საშუალო მაჩვენებლებს.
c. უნდა გამოიკითხოს ობიექტის მეპატრონე / დირექტორი მათ შორის დალაქის ანაზღაურების თაობაზე
d. საქმეს უნდა დაერთოს დალაქის ჩანაწერები (არსებობის შემთმხვევაში)
e. საქმეს უნდა დაერთოს ობიექტის სურათები
f. სესხის მომსახურეობის PTI კოეფიციენტი უნდა შეესაბამებოდეს სებ-ის მიერ დადგენილ ნორმებს
g. სესხის მოცულობამ სასურველია არ გადააჭარბოს 3500 ლარს
i. გამონაკლის შემთხვევებში მიზეზები, რის გამოც სესხის თანხა აჭარბებს 3500 ლარს დეტალურად უნდა იყოს აღწერილი და შეძლებისდაგვარად დოკუმენტირებული

6. გზავნილები

a. გზავნილები შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნას მხოლოდ არაუზრუნველყოფლი სამომხმარებლო სესხებისთვის.
b. გზავნილები უნდა ირიცხებოდეს ბოლო 6 თვის მანძილზე სტაბილურად
c. გზავნილები უნდა ირიცხებოდეს / იგზავნებოდეს მსესხებლის სახელზე
d. გზავნილის გამომგზავნი და მიმღები უნდა იყვნენ ოჯახის წევრები
i. უნდა გადამოწმდეს მიმღებსა და გამომგზავნს შორის არსებული კავშირი
e. სესხის მომსახურეობის PTI კოეფიციენტი უნდა შეესაბამებოდეს სებ-ის მიერ დადგენილ ნორმებს.
f. სესხის მოცულობამ სასურველია არ გადააჭარბოს 2000 ლარს
ავტორი: სალომე მეცხვარიშვილი



20.ნოემბერი.2018 09:20
179

IMF: საფინანსო რეგულაციები მოკლევადიან პერსპექტივაში ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითად აისახება

ვრცლად
20.ნოემბერი.2018 00:17
188

“თითიდან გამოწოვილია” - ბახტაძის თქმით, ვალების ჩამოწერას არჩევნებთან კავშირი არ აქვს

ვრცლად
19.ნოემბერი.2018 20:00
296

აკაკი ცომაია: შეიქმნა ძალზე სახიფათო პრეცენდენტი

ვრცლად
19.ნოემბერი.2018 18:00
287

ქართუ: ივანიშვილის გადაწყვეტილებით ფონდში ვალების განულებისთვის უკვე 100 მლნ დავარეზერვეთ

ვრცლად
19.ნოემბერი.2018 17:40
129

"საბანკო სექტორში მაღალი კონცენტრაცია მცირე ბაზრიდან გამომდინარეობს"

ვრცლად
19.ნოემბერი.2018 17:20
173

"საბანკო სექტორში მაღალი კონცენტრაცია საქართველოს მსგავსი ქვეყნებისთვის გამოწვევაა"

ვრცლად