12.თებერვალი.2019 12:01
ეკონომიკა

რომელ რეფორმას მიიჩნევს მამუკა ბახტაძე მთავრობის მიერ გატარებულ წამყვან საექსპორტო რეფორმად

რომელ რეფორმას მიიჩნევს მამუკა ბახტაძე მთავრობის მიერ გატარებულ წამყვან საექსპორტო რეფორმად
"ხშირად მეკითხებიან, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, თუ რომელი რეფორმა წარმოგვიდგენია საექსპორტო რეფორმად. ვინაიდან ძალიან ბევრი ქვეყანა გვთხოვს გამოცდილების გაზიარებას იმ რეფორმებში, რომელიც ჩვენ წარმატებით დავნერგეთ. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი პირველი, რომელზეც მე ვპასუხობ, ეს გახლავთ მიწის რეგისტრაციის რეფორმა,"- ამბობს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მიწის რეგისტრაციის რეფორმის შესახებ.

2016 წლის აგვისტოში იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრმა უძრავი ქონების რეგისტრაციის რეფორმა დაიწყო, 2017 წლიდან უძრავ ქონებაზე რეესტრის ბლოკჩეინში გადატა დაიწყო. მამუკა ბახტაძის განცხადებით, საპილოტე პროექტმა ქვეყანაში ინფორმაციის დაცულობის ახალი სტანდარტი დაამკვიდრა. ახლა პრემიერი სხვა სამინისტროებსაც მოუწოდებს, მათაც დანერგონ უფრო მეტი ინოვაციური რეფორმები.

"მინდა ყველას შევახსენო, რომ 2017 წელს საქართველო იყო პირველი, ვინც დავიწყეთ რევოლუციური - ბლოკჩეინ ტექნოლოგიების დანერგვა სახელმწიფო სექტორში და კერძოდ, სახელმწიფო სერვისებში. მიწის რეგისტრაციის რეფორმა კი გახლდათ ის საპილოტე პროექტი, რომელშიც გადავწყვიტეთ ბლოკჩეინის გამოყენება. ეს გახლავთ კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება ჩვენს რეფორმებში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბლოკჩეინი ნიშნავს იმას, რომ მონაცემები, რომელიც შენახულია ამ სისტემაში, მისი წაშლა, შეცვლა, გადაწერა ან ამ მონაცემების უკანონო გამოყენება თითქმის შეუძლებელია და ეს მონაცემების დაცვის სტანდარტს უმაღლეს ნიშნულზე აყენებს.

სწორედ მსგავსი ტექნოლოგიების გამოყენებით ჩვენ უნდა შევძლოთ და მოვახდინოთ საქართველოში ციფრული ტრანსფორმაცია. ჩემი მიდგომა და ჩემი მოწოდება თითოეული სამინისტროს მიმართ გახლავთ ის, რომ რეფორმებში, რომელიც 2019 წელს დაინერგება საქართველოში, გამოყენებული იქნას მსგავსი ტექნოლოგიები,"- ამბობს ბახტაძე.



16.თებერვალი.2019 20:10
1193

როგორ ემზადებიან მეთხილეები გაზაფხულისთვის?

ვრცლად
16.თებერვალი.2019 19:30
1322

ბიზნესომბუდსმენი: "ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელებას დიდი სიფრთხილე სჭირდება"

ვრცლად
16.თებერვალი.2019 18:30
1455

გაზსაცავის წინასამშენებლო სამუშაოები 2019 წლის მეორე ნახევარში იგეგმება

ვრცლად
16.თებერვალი.2019 18:00
1556

რა თანხა დაიხარჯა ონში უხარისხოდ დაგებულ გზებზე? – აუდიტის დასკვნა

ვრცლად
16.თებერვალი.2019 16:40
1902

2018 წლის იანვართან შედარებით, ქარის სადგურის გამომუშავება 8%–ით შემცირდა

ვრცლად
16.თებერვალი.2019 16:00
935

მთავრობა ქარსაცავი ზონების მოწესრიგებისთვის კანონპროექტის ინიცირებას გეგმავს

ვრცლად