მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ ქვეყნებში მიემგზავრებიან ქართველები დასასვენებლად?

5b07a997a0f29
მარიამ ადამია
25.05.18 10:20
1275
მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონზე, საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობა ტურს საბერძნეთის, პორტუგალიისა და საფრანგეთის მიმართულებით გეგმავს.

როგორც ტურისტული კომპანიები აცხადებენ, ფასები ევროპის მიმართულებით წელს არ გაზრდილა და იმავე მაჩვენებელზეა შენარჩუნებული, ანუ დღეებისა და სასტუმროს ვარსკვლავების რაოდენობის მიხედვით, დაახლოებით ათას ლამარმდე მერყეობს.

თუმცა, სწორედ ფასების მნიშვნელოვანი ზრდის გამო, მოთხოვნა შემცირდა თურქეთისა და ეგვიპტის მიმართულებაზე. სხვაობა დაახლოებით 200–300 დოლარამდეა, თუმცა გარდა საფასო სეგმენტისა, მომხმარებელთა სიმცირე ვიზალიბერალიზაციის სიკეთეებმაც განაპირობა, რის გამოც, ნაკადი უფრო ევროპის მიმართულებას ირჩევს.