მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ ქალაქებშია ყველაზე გადატვირთული მოძრაობა

5b2602db5ffe4
მარიამ ადამია
17.06.18 11:59
1232

ნავიგატორების მწარმოებელმა კომპანიამ TomTom–ი, იმ ქალაქების რეიტინგი შეადგინა, სადაც დღის განმავლობაში საავტომობილო გზები ყველაზე გადატვირთულია,სადაც მოსახლეობას საცობში დგომა საათობით უწევს და სადაც ეს პრობლემა ქრონიკულად გადაუჭრელია.  რეიტინგი იმ ქალაქების მონიტორინგის შედეგად მომზადდა, რომლებშიც მოსახლეობის რაოდენობა, 800 ათას ადამიანს აჭარბებს.

კვლევის შედეგად  დადგინდა, რომ  ყველაზე გადატვირთული მექსიკის ქალაქი მეხიკოა, სადაც მოსახლეობა, საცობში წელიწადში 227 საათს, დღის განმავლობაში კი მინიმუმ 59 წუთს ატარებს. ყველაზე კრიტიკული საღამოს საათებია, როდესაც მოქალაქეები სამსახურიდან სახლში ბრუნდებიან, თუმცა რეალურად ქალაქში საცობი მთელი დღის განმავლობაში ნარჩუნდება, ამიტომაც მოსახლეობა, საკუთარი დროის 66%–ს სწორედ საცობში დგომაში ატარებს.

არც ტაილანდშია მანქანით გადაადგილება მარტივი, რადგან აქ ადამიანები დღის განმავლობაში, საცობში 64 წუთს ატარებენ, ეს მაჩვენებელი კი, წლის განმავლობაში 244 საათს უტოლდება. ამიტომაც მოსახლეობის დროის 61%  ავტომობილებში იხარჯება.

სამეულში ინდონეზიის ქალაქი ჯაკარტაც მოხვდა, სადაც გადატვირთული მოძრაობის გამო, მოსახლეობა დროის 58%–ს  გზაში ატარებს, ეს კი დღიურად მინიმუმ 48 საათს უტოლდება.

ყველაზე გადატვირთულ ქვეყნად ჩინეთი აღიარეს, რადგან, რეიტინგში მოხვედრილი ოთხი ქალაქი სწორედ ჩინურია. მათ შორის მოხვდა ჩუნცინი, ჩენდუ, ტაინანი და პეკინი, სადაც მოსახლეობა საცობში წლიურად დაახლოებით 179 საათს ატარებს, დღის განმავლობაში კი 47 წუთს.  ყველაზე გადატვირთული აქაც საღამოს საათებია, როდესაც ხალხი სამსახურს ამთავრებს.  პეკინის მოსახლეობა საცობში დროის 46%-ს ატარებს, აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 8%–ით არის გაზრდილი.

გადატვირთული მოძრაობის პრობლემა რიო–დე–ჟანეიროს მოსახლეობასაც აწუხებს, რომლებიც გზაში დროის 47%–ს ატარებენ, ანუ კვლევის თანახმად, რიოს მოსახლეობა საცობში დღის განმავლობაში მინიმუმ 1 საათს ატარებს. პრობლემის გადაჭრას კი, ხელისუფლება  დღემდე ვერ ახერხებს.