მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომან კაკულია - ჩვენ არ გვაქვს 13%-იანი უმუშევრობა, ეს მაჩვენებელი არის ბევრად მაღალი

5c496f3404adf
შოთა ტყეშელაშვილი
24.01.19 11:58
1020
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია ქვეყანაში დასაქმების სტატისტიკის მეთოდოლოგიის ცვლილებას მიესალმება.

საქართველო 2020 წლიდან დასაქმების აღრიცხვის განახლებულ კრიტერიუმებზე გადასვლას გეგმავს. დღეს მოქმედი მეთოდოლოგიით, თვითდასაქმებულები ავტომამურად დასაქმებულად ითვლებიან - ეს კი იმის მიუხედავად ხდება, აქვთ თუ არა მათ რეალური შემოსავალი. ახალი კრიტერიუმებით, დასაქმებულად ჩაითვლებიან მხოლოდ ისინი, ვისაც რეალურად აქვს შემოსავალი.

რომან კაკულიას განცხადებით, აუცილებელია, რომ სახელმწიფოს გააჩნდეს რეალური რიცხვები იმის შესახებ თუ რა არის რეალური უმუშევრობის მაჩვენებელი.

“სტატისტიკის სამსახურს მინდა ვუთხრა ძალიან დიდი მადლობა, ჩვენ როდესაც მოვისმინეთ მათი ანგარიში ერთი წლის წინ, ერთ-ერთ მთავარ საკითხად დასახელდა თვითდასაქმებულთა აღრიცხვის კრიტერიუმების შეცვლა. იმედი გვაქვს, რომ ჩვენ გვექნება რეალისტური კრიტერიუმები. რეალური მაჩვენებლების არსებობა ეკონომიკის სწორი პოლიტიკის შემუშავებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ არ გვაქვს 12% და 13%-იანი უმუშევრობა, ეს მაჩვენებელი არის ბევრად მაღალი,”- ამბობს კაკულია.

ოფიციალური რიცხვების მიხედვით, 2017 წლის მდგომარეობით, საქართველოში უმუშევრობა 13.9%-ს შეადგენს.

დღეს საქსტატმა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ დასაქმების მეთოდოლოგიის შესახებ კონფერენცია გამართეს. საქსტატის დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა, რომ 2019 წლის განმავლობაში საქართველო ჩაატარებს კვლევას, რომელსაც სავარაუდოდ, მომდევნო წლიდან უკვე განახლებული მეთოდოლოგიით უნდა მოჰყვეს უმუშევრობის აღრიცხვა.