მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომან გოცორიძე: მთავრობამ ჯერ კიდევ არ იცის რა უნდა

5679115d5c702
BM.GE
22.12.15 12:56
1446
“მთავრობის კურსი ეკლექტურია, ანუ ბევრის გაკეთება ცოტა რესურსით’’, - ასეთი შეფასება მისცა, საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა, ეკონომისტმა რომან გოცირიძემ პრემიერის გუშინდელ გამოსვლას.
 
გოცირიძე აღნიშნავს, რომ ქვეყანაში რესურსების არარაციონალური ხარჯვა ხდება.

“მთავრობის კურსი ეკლექტურია, ანუ - ბევრის გაკეთება ცოტა რესურსით. მთავრობამ მართლაც ბევრი მიმართულებით გადადგა ნაბიჯები, მაგრამ შედეგს ვერ ვხედავთ. როდესაც კეთდება ბევრი საქმე და შედეგი არ არის, - ეს იმას ნიშნავს, რომ ხდება რესურსების არარაციონალური ხარჯვა. მთლიანობაში გუშინდელი გამოსვლიდან გამოჩნდა, რომ მთავრობამ ჯერ კიდევ არ იცის რა უნდა. იმისთვის, რომ გავიგოთ, თუ რა ხდებოდა მთელი წლის განმავლობაში ქვეყანაში საკმარისია ერთი ციფრი დავასახელოთ, - ეს არის ლარის 36 პროცენტიანი დევალვაცია. ჩვენ კარგად ვიცით რა მოსდევს ლარის და ნებისმიერი ვალუტის სწრაფ დევალვაციას“, - აცხადებს გოცირიძე.