07.დეკემბერი.2018 19:28
ეკონომიკა

რომან გოცირიძე: მთავრობა სარეზერვო ფონდიდან ფულს ფლანგავს

რომან გოცირიძე: მთავრობა სარეზერვო ფონდიდან ფულს ფლანგავს
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ მთავრობა სარეზერვო ფონდის ხარჯვის გამო გააკრიტიკა.

„პრობლემა არის მთავრობის სარეზერვო ფონდი, რომელიც ფაქტობრივად, ქვეყანაში ფულს ფლანგავს. ფონდი 40-50 მილიონი ლარით იგეგმებოდა და ყოველ წელს აღწევდა 150 და 170 მილიონ ლარს. ყოველთვის ხდებოდა გადახარჯვა. რა ხდება ამ შემთხვევაში, რეგლამენტაცია არის ჩადებული თუ არა, რომ მთავრობის სარეზერვო ფონდი ერთხელ და სამუდამოდ იყოს გაკონტროლებული პარლამენტის მიერ და 100 და 200 მილიონის გაფლანგვის უფლება არ ჰქონდეს მთავრობას, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც ეს თანხები სკვერებს, პარკებს და ქუჩებს ხმარდება? ჩვენივე ფულით უნდათ ხალხის გულის მოგება წინასაარჩევნოდ“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
ოპოზიციონერ დეპუტატს კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ უპასუხა.

„მოგეხსენებათ, გუშინ საკომიტეტო მოსმენაზე მეორე მოსმენით განვიხილეთ საბიუჯეტო კოდექსში შესატანი ცვლილებები. იქ პირდაპირ არის განსაზღვრული, რომ 2%-ის ნაცვლად, 1% იქნება მაქსიმალური ზღვარი სარეზერვო ფონდის და მისი გაზრდა შესაძლებელია, არა უმეტეს 20%-ით. სხვა შემთხვევაში, უკვე ბიუჯეტში პარლამენტის შესაბამისი ცვლილებები დასჭირდება. ამიტომ ამ კუთხით, შეიზღუდა“, - განაცხადა კაკაურიძემ და იქვე განმარტა, რომ მიმდინარე წელს მთავრობის სარეზერვო ფონდის 50-დან 60 მილიონ ლარამდე გაზრდა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებმა და საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებულმა სხვა ხარჯებმა განაპირობა.

ცნობისთვის: პარლამენტი საბიუჯეტო კოდექსში შესატანი ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვის ეტაპზეა. კანონპროექტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდების ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების მთლიანი ოდენობის 1%-ს. ამავე დოკუმენტის მიხედვით, სარეზერვო ფონდების მთლიანი მოცულობის გაზრდა დამტკიცებულ მოცულობასთან შედარებით, წლის განმავლობაში შესაძლებელი იქნება არაუმეტეს 20%-ით.
ავტორი: დათო ჯალაღონია



19.თებერვალი.2019 00:32
111

რამდენი ადამიანი დაკარგავს სამუშაო ადგილს Brexit-ის შედეგად? - ანალიტიკოსების გათვლები

ვრცლად
18.თებერვალი.2019 23:14
777

კომპანია “ევექსი” სტომატოლოგიურ ბიზნესში შევიდა

ვრცლად
18.თებერვალი.2019 23:00
331

"ანაკლიის პორტი საქართველოსთვის უსაფრთხოების გარანტი გახდება"

ვრცლად
18.თებერვალი.2019 22:41
1099

ნიკოლოზ გამყრელიძე: “ცოტა ხანში მივიღებთ ორ „ევექსს”

ვრცლად
18.თებერვალი.2019 22:20
369

GDI “თიბისი ბანკის“ საქმეზე: ხელისუფლებასთან ძალიან ბევრი კითხვა გვაქვს

ვრცლად
18.თებერვალი.2019 22:00
385

ქუთაისში სამაგიდო თამაშების პირველი Game Club გაიხსნა

ვრცლად