15.მარტი.2016 18:13
ეკონომიკა

რომან გოცირიძე ლარის გამყარების 8 მიზეზს ასახელებს

რომან გოცირიძე ლარის გამყარების 8 მიზეზს ასახელებს
რომან გოცირიძე ლარის გამყარების 8 მიზეზს ასახელებს. მთავარ მიზეზებად გოცირიძე დეფიციტური ხარჯვის შემცირებას, ექსპორტის "გამოცოცხლებასა" და ტურისტების რაოდენობის ზრდას ასახელებს.
 
"ლარი მკვეთრად გამყარდა. ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ იგი ერთი თვის წინ მკვეთრად არ უნდა დაცემულიყო (2,39-დან 2,50-მდე). ის ფაქტორი, რამაც მისი გაუფასურება გამოიწვია, ნაწილობრივ მოხსნილია. ეს იყო მთავრობის მიერ ბიუჯეტში შემოსავლების მობილიზებაში წარმოქმნილი პრობლემების გადაწყვეტა ე.წ. დეფიციტური ხარჯვით, რასაც ძველი ნაშთებიდან ბიუჯეტის დაფინანსება ჰქვია. წინა თვის ბოლოს მან 264,8 მილიონ ლარს მიაღწია.

რა მიზეზებმა გაამყარა ლარი:

1. დეფიციტური ხარჯვის შემცირება

2. ბიუჯეტიდან მიმდინარე თვის პირველ ნახევარში ხარჯვის ფაქტობრივი გაჩერება( გაიცა მხოლოდ პენსიები და აუცილებელი თანხები)

3. იანვართან შედარებით ექსპორტის გარკვეული გამოცოცხლება( იანვარში ექსპორტმა იკლო 22 პროცენტით, თებერვალში 11-ით)

4. უცხოეთიდან გადმორიცხვების ზრდა(იანვარში 66,5 მილიონი დოლარი, თებერვალში 79,9. თანაც ტრანსფერტების კლების ტემპი მნიშვნელოვნად შემცირდა. იანვარში იკლო წინა წლის შესაბამის პერიოდთთა შედარებით 11, 8 პროცენტით, თებერვალში მხოლოდ 2,6-ით)

5. ტურისტების რაოდენობა გაიზარდა

6. და ყველაზე მთავარი, დღევანდელი მკვეთრი გამყარების მიზეზი: დღეს დღგ-ს გადასხდის გადახდის ბოლო დღეა და მასობრივად ხდება დოლარების გაყიდავა ვალდებულებების დასაფარავად. მარტში ხდება წლიური მოგების გადასახსდების მეოთხედის გადახდაც და საწარმოები ცდილობენ ახლავე იყიდონ ლარები, გამომდინარე დოლარის გაუფასურების ფაქტიდან.

7. გარკვეულ როლს აჟიოტაჟიც თამაშობს. ზოგი იცილებს დოლარს შემდეგი გაუფასურების შიშით.

8. და ბოლოს, დათბა. ნაკლები ვალუტა გადის გაზისა და სხვა "საზამთრო" საქონლის შესაძენად.

ეს ვითარება არ არის სტაბილური. ყველაფერი შეიძლება მომენტალურად შემობრუნდეს, ყველაფერი მთავრობის ხელშია. შეკვეცავს ბიუჯეტს 500-600 მილიონი ლარით, ნაკლები ზეწოლა იქნება, არ შეკვეცავს, მაშინ შემოდგომაც მოვა", - წერს რომან გოცირიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.



24.სექტემბერი.2018 18:35
7458

გიორგი კვირიკაშვილი EBRD-ის საერთაშორისო მრჩეველი გახდა

ვრცლად
24.სექტემბერი.2018 17:18
166

2017 წელს გამართული ტენდერების 47% შემთხვევაში, მხოლოდ ერთი პრეტენდენტი მონაწილეობდა

ვრცლად
24.სექტემბერი.2018 16:48
58

აზერბაიჯანი სამმხრივი ენერგოდერეფნის შექმნას პრიორიტეტულ საკითხად განიხილავს

ვრცლად
24.სექტემბერი.2018 15:53
62

"საქართველო უნდა გახდეს ენერგობაზრისა და ენერგეტიკული ვაჭრობის რეგიონული ჰაბი"

ვრცლად
24.სექტემბერი.2018 15:10
142

ოლეგ ოსინოვსკი ხელისუფლების დამოკიდებულებით უკმაყოფილოა

ვრცლად
24.სექტემბერი.2018 14:38
288

"საქართველოში კორუფცია იზრდება" - ოლეგ ოსინოვსკი

ვრცლად