31.მარტი.2016 18:15
საფინანსო სექტორი

რომან გოცირიძე: ესტონური მოდელი ქართული ეკონომიკის აღორძინების მორიგი ცრუ ილუზიაა

რომან გოცირიძე: ესტონური მოდელი ქართული ეკონომიკის აღორძინების მორიგი ცრუ ილუზიაა
საგადასახადო რეფორმის გადავადების მიზეზებს გაუგებარს უწოდებს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, რომან გოცირიძე. მისი თქმით, მთავრობა ამბობდა, რომ მზად იყო საბიუჯეტო ხარჯები 400 მილიონით შეემცირებინა, თუმცა ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება საარჩევნო წელს გადაიფიქრა. ასევე როგორც გოცირიძე განმარტავს, ესტონური მოდელი დამატებით ბიუროკრატიას და ფული "გაცოცხლების საბჭოურ მოდელს" შექმნის.
 
"აღმოჩნდა, რომ მათ არ უნდათ ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება. ამბობდნენ, რომ არ მოაკლებდნენ სოციალურ ხარჯებს, ინფრასტრუქტურას და რომ იქნებოდა ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება. არჩევნების წინ აღმოჩნდა, რომ არ არის საჭირო ვიღაცის განაწყენება, ვინც ბიუჯეტიდან ფულს იღებს და ასეთი რამ მოიფიქრეს, მიკვირს რატომ ითამაშა ასეთი როლი ასოციაციამ, ეს ასოციაცია როგორი ავტორიტეტულიც არ უნდა იყოს, მთელ ქართულ ბიზნესს არ წარმოადგენს.

ვერცერთი მეწარმე და ბიზნესმენი დასაბუთებულად ვერ გეტყვით რა არის ის დისკომფორტი, რომელიც მეწარმეს ექმნება იმის სანაცვლოდ, რომ მას წელს ნახევარი მილიარდი ლარი დარჩეს", - განაცხადა გოცირიძემ გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი". მისივე თქმით, პრობლემები, რომლებიც ესტონურ მოდელს ახლავს თან, წლის ბოლოსაც ანალოგიური იქნება.

"ეს არის ცუდი ინიციატივა. ყველას უხარია, პანაცია ჰგონია და ესტონური მოდელი არის საქართველოს ეკონომიკის აღორძინების მორიგი ცრუ ილუზია. ამ მოდელის შემოღების შემთხვევაში ფაქტობრივად მოგების მთელი საგადასახადო სისტემა ინგრევა. იქმნება უამრავი ხვრელი. უამრავი მცდელობა იქნება ოფშორში გატანის. მე თუ მინდა დივიდენდი არ გადავიხადო რომელიღაც ფირმაში წავიღებ, დავიბეგრები?

ამ შემთხვევაში საგადასახადო ინსპექციამ უნდა მდიოს. ახალი ბიუროკრატია უნდა შეიქმნას. მე ბოლოს და ბოლოს ვიღაცას სესხს მივცემ საზღვარგარეთ, თავი დავანებოთ, რომ ოფშორებს ჩავკეტავ, თუ ოფშორს ჩავკეტავ ყოველთვის გავაცოცხლებ ფულს. დაიწყება ფულის გაცოცხლების საბჭოთა სისტემა. მეზობელ ქვეყნებში მოვძებნი ისეთ ქვეყანას რუსეთს, ან აზერბაიჯანს სადაც საშემოსავლო გადასახადი დაბალია. მაგალითად, სადღაც არის 5 ან 10 პროცენტი საშემოსავლო გადასახადი, ვქმნი ფიქტიურ ფირმას, გადავრიცხავ ამ ფულს და შემდეგ ხელფასებად გამოვიტან და გავაცოცხლებ, ანუ დაიწყება “ჩალიჩი“ დაიწყება”, - განაცხადა რომან გოცირიძემ.



17.თებერვალი.2019 11:00
354

„სებ-ს შეუძლია ბანკის ადმინისტრატორებზე გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღება“

ვრცლად
16.თებერვალი.2019 19:30
2864

ბიზნესომბუდსმენი: "ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელებას დიდი სიფრთხილე სჭირდება"

ვრცლად
16.თებერვალი.2019 14:45
956

სამხრეთ აფრიკელი ეკონომისტი ქართული კრიპტოვალუტის გამოცემის შესახებ საუბრობს

ვრცლად
16.თებერვალი.2019 12:00
519

"მიჩნდება კითხვები, რომ სებ-ი ვიღაცის დავალებას ასრულებს, თან საკმაოდ უნიჭოდ"

ვრცლად
15.თებერვალი.2019 23:00
1566

ირაკლი კობახიძე "თიბისი ბანკზე": პოლიტიკურ ქვეტექსტებზე ვერ ვისაუბრებ

ვრცლად
15.თებერვალი.2019 19:21
566

თიბისი ბანკმა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა

ვრცლად