მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როლს–როისი მფრინავი ტაქსების პროექტზე მუშაობს

5b4caadf68746
კესო კაციტაძე
16.07.18 18:22
801
კომპანია როლს–როისი, პატარა ზომის მფრინავი ტაქსის პროექტზე მუშაობს, რომელიც 4-5 მგზავრს დაიტევს.

ინფორმაციას BBC ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ეს არა ბრიტანული მანქანების კომპანია როლს–როისი, არამედ ძრავების კომპანია როლს-როისია. კომპანიამ შეიმუშავა ჰიბრიდ-ელექტო საჰაერო ხომალდის პროპელერის დიზაინი.
თვითმფრინავი 4–5 მგზავრის გადაყვანას შეძლებს და საათში 500 მილის სიჩქარით იფრენს, ასევე ექნება 4 ძირითადი და 2 დამატებითი პროპელერი.

ბრენდმა, ელექტრო ვერტიკალური სამგზავრო თვითმფრინავის მოდელის იგივე EVTOL , კონცეფცია Farnborough International Airshow–ზე წარადგინა, თუმცა ელექტროსისტემის სრულად დასაპროექტებლად ამჟამად პარტნიორს ეძებს.
„ჩვენ გვჯერა, რომ გაწეული სამუშაოთი შევძლებთ ჰიბრიდული ელექტროპროპილების განვითარებას. ელექტრო თვითმფრინავის მოდელი 2020 წლისთვის გამოჩნდება და ვიმედოვნებთ, რომ ის კომერციული გაყიდვებისთვის ეფექტური იქნება.“- აცხადებენ კომპანიაში.

ელექტრო თვითმფრინავის პრეზენტაცია 2020 წლისთვის იგეგმება.