მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი იქნება ბუშის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია - ფოტო

5c41f524e12bb
BM.GE
18.01.19 21:31
1450
დედაქალაქის მერია ჯორჯ ბუშის ქუჩის, კახეთის გზატკეცილის განაპირა ზოლებისა და მონუმენტ „ადამიანისა და მზის“ მიმდებარედ არსებული თარგების სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ბუშის ქუჩის მიმდებარედ არსებულ ორივე თარგში, რომლის ფართობიც, დაახლოებით, 10 000 კვადრატული მეტრია, სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. 

კახა კალაძის განცხადებით, ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან ერთად შეიცვლება საინფორმაციო ბანერი, რომელზეც ბუშის ფოტოა განთავსებული.

“ეს იქნება ერთ-ერთი ლამაზი სივრცე, მოწესრიგებული სარწყავი სისტემებით. რეაბილიტაციის ფარგლებში, ასევე, დაირგვება ახალი ხე-მცენარეები და ტერიტორია საკმაოდ მიმზიდველი გახდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

თბილსისი მერიის ინფორმაციით, ჯორჯ ბუშის ქუჩის, კახეთის გზატკეცილის განაპირა ზოლებისა და მონუმენტ „ადამიანისა და მზის“ მიმდებარედ არსებულ თარგებში მოეწყობა სარწყავი სისტემა, დაითესება ბალახი და დაირგვება სხვადასხვა სახეობის მცენარეები. პირველი თარგი ტერასულად მოეწყობა, შეიქმნება მრგვალი კლუმბების კომპოზიციები, ხოლო, მეორე თარგი მთლიანად დახრილი გამწვანებული სიბრტყისგან შედგება. პირველ თარგზე არსებული ბუშის ქუჩის აღმნიშვნელი საინფორმაციო ბანერი მოიხსნება და სამუშაოების დასრულების შემდეგ, განახლებული დიზაინით, ახალი ბანერი განთავსდება. 

მონუმენტის - „ადამიანი და მზე“ თარგში დეკორატიული აუზი, სარწყავი და განათების სისტემა მოეწყობა, დაირგვება მცენარეები და დაითესება ბალახი. ასევე, განხორციელდება თარგის დატერასება ოვალური, ელიფსური ფორმებით. კახეთის გზატკეცილზე ძირითადი აქცენტი დენდროლოგიურ ნაწილზე, სარწყავი სისტემის მოწყობასა და განათებაზე გაკეთდება.