მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ სრულდება თამბაქოს კანონმდებლობა? - დაავადებათა კონტროლის ცენტრი კვლევას ჩაატარებს

5bf5129f9aeba
BM.GE
21.11.18 12:08
655
თამბაქოს კანონმდებლობის აღსრულებასთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი კველავას ჩაატარებს. კვლევის ფარგლებში 400-მდე სამასპინძლო დაწესებულება, სამედიცინო დაწესებულება საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტი, სახელმწიფო და საჯარო დაწესებულება და სავაჭრო ობიექტი უნდა შემოწმდეს. მათი შერჩევის კრიტერიუმი კი იქნება, უკვე დაფიქსირებული დარღვევები, თამბაქოს მოხმარების კუთხით, ასევე ისეთი ობიექტები, რომლებზეც კანონის ძალაში შესვლიდან დღემე არ მომხდარა დაკვირვება. დაკვირვება 7 ქალაქში-თბილისში, რუსთავში, მცხეთაში, თელავში, სიღნაღში, ბათუმსა და ქუთაისში მოხდება. შერჩეული ობიექტების 40% თბილისში, დანარჩენი კი სხვა ქალაქებში იქნება განთავსებული. კომპანია, რომელიც ობსერვაციას განახორციელებს, ვალდებული იქნება მონიტორინგი სამასპინძლო დაწესებულებებში (კაფე-ბარები, რესტორნები და ა.შ.) საღამოს საათებში განახორციელოს.

თუკი აღმოჩენილ დარღვევაზე ადმინისტრაცია რეაგირებას არ მოახდეს, დამკვირვებელი ვალდებული იქნება 112-ს შეატყობინოს, ასევე მოუწევს რეკომენდაციები გაუწიოს დამრღვევ ობიექტებს, მონიტორინგის დასასრულს კი დაავადებათა კონტროლის ცენტრს ანგარიში უნდა წარუდგინოს. კვლევის ჩატარებაზე უწყებამ ტენდერი გამოაცხადა, რომლის ღირბულებაც 10 ათასი ლარია. კვლევა 21 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.