05.თებერვალი.2016 12:28
ტექნოლოგია

როგორ შევარჩიოთ შესაფერისი თანამშრომელი? - 5 რჩევა დამწყებ ბიზნესმენებს

როგორ შევარჩიოთ შესაფერისი თანამშრომელი? - 5 რჩევა დამწყებ ბიზნესმენებს
იმ ადამიანების პირველი ჯგუფი, რომელსაც თქვენ აიყვანთ სტარტაპისთვის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია. თუ ყველაფერს ზუსტად გააკეთებთ, მაშინ ეს უკანასკნელი იმ ძრავად იქცევა, რომელიც კომპანიას წინ წაიყვანს. თუმცა სწორი თანამშრომლების შერჩევა შორსაა მეცნიერული განმარტებისაგან, შესაბამისად, ბიზნესმენთა უმეტესობა საკუთარ თავს იღბლიანად თვლის, ხოლო პირველ ჯერზე აყვანილი სამუშაო გუნდი წარმატებით აგრძელებს სტარტაპის განვითარებას.
 
მათ, ვისაც პირველ ჯერზე არ გაუმართლათ, გამოცემა Enterpreneur-ი, რამოდენიმე რჩევას სთავაზობს.

1. ეძებეთ მუშა-ცხენი და არა მარტორქა

სტარტაპი რთული სამსახურია. თქვენ, რა თქმა უნდა, გესაჭიროებათ იდეებით აღსავსე თანამშრომლები, მაგრამ არ უნდა ენდოთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც „ცაში დაფრინავენ“. ბაზარზე პროდუქტის გასატანად საჭიროა საინტერესო იდეები, თუმცა ეს პროცესი ასევე მოითხოვს ენერგიასა და შეუპოვრობას. მიუხედავად იმისა, რომ საწყის ეტაპზე ქაოსის ელემენტები გარდაუვალია, თქვენ მეტი შანსი გექნებათ გახდეთ წარმატებული, თუ უზრუნველყოფთ შესაბამის სტრუქტურასა და სამუშაო პროცესს. ასე რომ, მოძებნეთ ისეთი ადამიანები, რომლებიც ისურვებენ დამატებითი საათების დახარჯვას პროექტზე და რომლებიც გულმოდგინებით ეკიდებიან დაკისრებულ დავალებებს.

2. აიყვანეთ ადამიანები, რომლებსაც იცნობთ, ან ვისთან ერთადაც გიმუშავიათ წარსულში

შეუძლებელია (და მითუმეტეს, არცაა სასურველი), წაიყვანოთ ყველა მეგობარი პროექტში, თუმცა ერთობლივი მუშაობის გამოცდილება და ხასიათის ნიუანსების ცოდნა უზრუნველყოფს მათთან სამომავლო ურთიერთობის რეალური რისკებისა და სარგებლის სწორად განჭვრეტას.

დიდი რაოდენობით უცხო ადამიანების დაქირავება თქვენი სტარტაპის საწყის ეტაპზე საგრძნობლად ზრდის სამომავლო რისკებს. თუმცა, თუ დაადგებით ამ გზას, მაშინ აუცილებლად დეტალურად შეამოწმეთ ყველა კანდიდატი, შეისწავლეთ მათი საკარიერო ისტორია და ცოტაც მიენდეთ ინტუიციას (იგივე ეხება თქვენთვის უკვე ნაცნობ კანდიდატებსაც).

3. ეძებეთ ის ვისთვისაც კომფორტულია ცვლილებები

თუ თქვენი პოტენციური თანამშრომელი არის ადამიანი, ვისაც სჭირდება გარანტიები და მომავალი კარიერული გზის დეტალური აღწერა, მაშინ, დიდი ალბათობით, ეს პიროვნება არაა ის ვისაც ეძებთ. ცვლილებები - ერთადერთი გარანტიაა სტარტაპზე მუშაობისას. წინასწარ უცნობია დადებითი იქნება ეს, თუ უარყოფითი, თუმცა მათ თავს ვერ აარიდებთ. 

4. ეძიეთ ადამიანები, რომლებიც მზად არიან რისკისთვის

თუ თქვენ ესაუბრებით ადამიანს, რომელიც გააზრებულად მზადაა შეუერთდეს თქვენს სტარტაპს, ეს იმის მანიშნებელია, რომ ის რისკებს დასაშვებად თვლის. მაგრამ რამდენად დასაშვებად? და როგორი იქნება შედეგი მისთვის, თუ რისკები ვერ ანაზღაურდება?

პოტენციურ თანამშრობლებთან საუბრისას, თქვენ უნდა გაარკვიოთ ყველა ის პირობა, რომელსაც ისინი გაუსაძლისად მიიჩნევენ. ადვილია ამის გაგება მათი სახელფასო მოლოდინებისა და სხვა მსგავსი მოთხოვნილებებიდან.

5. აიყვანეთ სამსახურში ისეთი ადამიანები, ვისთან ერთადაც სასიამოვნოა ბარში წასვლა

დაფიქრდით, არის თუ არა პოტენციური თანამშრომელი ის ადამიანი, რომელთან ერთადაც სიამოვნებით გაატარებდით დროს არაფორმალურ გარემოში? რამდენად სასიამოვნოა ის თქვენთვის და რამდენად კარგად უგებთ ერთმანეთს?

სტარტაპი შეიძლება მეტად დაძაბულ გამოცდად იქცეს და თქვენ, დიდი ალბათობით, „გაიჭედებით“ საშუალო ზომის ოფისში, ოთახსა თუ ავტოფარეხის მაგვარ შენობაში გარკვეული დროის პერიოდით. ასევე, ალბათ, თქვენი დროის დიდი ნაწილის გატარება ოჯახის ნაცვლად, კოლეგებთან ერთად მოგიწევთ.
IHUB Tbilisi



14.აპრილი.2018 10:00
337

ძვირდება თუ არა ტექნოპარკით სარგებლობა?

ვრცლად
21.სექტემბერი.2017 15:00
639

"Apple-ის სისტემას iOS 11-ს ქართული კლავიატურა დაემატა"

ვრცლად
09.სექტემბერი.2017 11:00
633

ტექნოლოგია და პერსონალური მონაცემები - როგორ "კითხულობს თქვენს აზრებს" facebook-რეკლამა?

ვრცლად
31.აგვისტო.2017 14:33
542

კარტოგრაფიული მონაცემებისთვის საზღვრისპირა ტერიტორიის აეროგადაღება მიმდინარეობს

ვრცლად
30.აგვისტო.2017 19:35
635

ტექნოლოგია და პერსონალური მონაცემები - რა იცის Google-მა ჩვენზე

ვრცლად
10.ივლისი.2017 17:15
1685

ამირან გამყრელიძე: მტკვრის დაბინძურება არ არის მასშტაბური

ვრცლად