მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ გამდიდრდნენ ქვეყნები ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ?

5c3eeff64fe13
ლევან თაღიაშვილი
16.01.19 15:00
961

კვლევის მიხედვით, რომელიც „ღია საზოგადოების ფონდმა“ ჩაატარა, გამოიკვეთა, რომ შესწავლილ 12 ქვეყანაში, რომლებიც ევროკავშირში 2004-2007 წლებში გაწევრიანდა, ვაჭრობა (როგორც მშპ-ის პროცენტული წილი) 33%-ზე მეტით გაიზარდა 2000 წლის შემდეგ. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში კი, მხოლოდ -  2%-ით.

2004 წელს ევროკავშირში ინტეგრირების შემდეგ, ახალ წევრ ქვეყნებში კვლევასა და განვითარებაზე დანახარჯები 40.1%-ით გაიზარდა, ხოლო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში 16.9%-ით შემცირდა.

ევროკავშირის გაანგარიშებით, ყოველწლიურად მშპ-ის 3%-ის ინვესტირებით კვლევასა და განვითარებაში 3.7 მილიონი სამუშაო ადგილი იქმნება.

კვლევა ასევე აჩვენებს, რომ ევროკავშირში ინტეგრირებიდან 4 წელიწადში ახალ წევრ ქვეყნებში უმუშევრობის საერთო დონე, საშუალოდ, 10.1%-იდან 6.1%-მდე შემცირდა. ამავე პერიოდში საქართველოში უმუშევრობა 12.6%-იდან 16.5%-მდე გაიზარდა.

ზემოაღნიშნულ ქვეყნებში პირდაპირი უცხოური ინვესიტიცების (FDI) შემოდინება მშპ-ის 15.9%-დან 50.1%-მდე გაიზარდა. ამავე პერიოდში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება მშპ-ის 13.3%-დან 10.5%-მდე შემცირდა.

ასევე გაიზარდა განახლებადი ენერგიის მოხმარება, საშუალოდ, 56.9%-ით, საქართველოში კი, იდენტურ პერიოდში 47.4%-ით შემცირდა.

შეგახსენებთ, რომ 2004-2007 წლებში ევროკავშირში ჩეხეთი, ესტონეთი, კვიპროსი, ლატვია, ლიეტუვა, უნგრეთი, მალტა, პოლონეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, რუმინეთი და ბულგარეთი გაწევრიანდნენ.