მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ გადავამოწმოთ ექიმის დანიშნულება?

5b4db133725f6
მეგი კავთუაშვილი
17.07.18 13:20
1788
პაციენტების მიერ გადამოწმების მიზნით გაგზავნილ ექიმის დანიშნულებას პოლიფარმაციის საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი განიხილავს, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შეიქმნა.

განსახილველი დანიშნულება ხუთ და მეტ მედიკამენტს უნდა მოიცავდეს. ამასთან, აღნიშნული დანიშნულებით მკურნალობა უნდა მიმდინარეობდეს ან არ უნდა იყოს დაწყებული.

თუ რეცეპტი ელექტრონულ ფორმატშია გამოწერილი მისი გადამოწმება სპეციალურა შექმნილ ელექლტრონულ პორტალზეა შესაძლებელი http://eprescription.moh.gov.ge/login.php , ხოლო თუ ამობეჭდილ ფურცელზეა დაწერილი პაციენტმა ის სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონულ ფილიალში უნდა წარადგინოს. სამუშაო ჯგუფი პასუხს 3 სამუშაო დღეში გასცემს. იმ შემთხვევაში, თუ დანიშნულებას სჭირდება კორექცია, მითითებული იქნება შესაბამისი კრიტერიუმი, ხოლო მის გასწვრივ ჩაწერილ დანიშნულებაში კონკრეტული პროდუქტ(ებ)ის ნომერი/რიგითობა). ამის შემდეგ პაციენტმა ჩასწორებული დანიშნულება ექიმს უნდა წარუდგონის. იმ შემთხვევაში თუ ექიმი ჩასწორებას არ ეთანხმება, მან პაციენტს არგუმენტირებულად უნდა აუხსნას ამის მიზეზები.

„თუ კალენდარული წლის განმავლობაში ერთი და იგივე ექიმის მიმართ დაფიქსირდება დანიშნულების კორექტირების სულ მცირე 5 შემთხვევა, მისი მონაცემები (სამუშაო ადგილის მითითებით) განთავსდება ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე არსებულ სათანადო რეესტრში, ერთი წლის ვადით. - თუ კალენდარული წლის განმავლობაში ერთი და იგივე ექიმის მიმართ დაფიქსირდება დანიშნულების კორექტირების სულ მცირე 7 შემთხვევა, აღნიშნული ექიმის საკითხი განიხილება პოლიფარმაციის ჯგუფის ფორმატში. განხილვის შედეგების გათვალისწინებით პოლიფარმაციის ჯგუფი უფლებამოსილია, დასვას პროფესიული განვითარების საბჭოს წინაშე საკითხი აღნიშნული ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის განხილვის თაობაზე; - განსაკუთრებულ შემთხვევებში, როცა პაციენტის მიერ გაგზავნილი დანიშნულებაში არის მნიშვნელოვანი ხარვეზი, პოლიფარმაციის ჯგუფის სამდივნოს კლინიკური ფარმაკოლოგების დასკვნის საფუძველზე, დასაშვებია, აღნიშნული საკითხი განხილულ იქნეს პოლიფარმაციის ჯგუფის ფორმატში. ამ შემთხვევაში პოლიფარმაციის ჯგუფი უფლებამოსილია, იშუამდგომლოს პროფესიული განვითარების საბჭოს წინაშე ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხის განხილვის თაობაზე“ - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინსტუქციაში.