12.ივლისი.2018 15:10
საზოგადოება

როგორ აფასებს ევროკავშირს საქართველოსა და რეგიონის ქვეყნების მოსახლეობა

როგორ აფასებს ევროკავშირს საქართველოსა და რეგიონის ქვეყნების მოსახლეობა

„ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს“ მიერ ჩატარებულ კვლევაში, რომელიც ACT LLC თანამშრომლობის საფუძველზე ყოველწლიურად ტარდება, შეფასებულია სხვადასხვა ქვეყნების მოსახლეობის დამოკიდებულება და განწყობები ევროკავშირის მიმართ. იდენტური კვლევა აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვის რესპუბლიკაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში ჩატარდა.

აღმოჩნდა, რომ საქართველოს მოსახლეობის 49%-ია პოზიტიურად განწყობილი ევროგაერთიანების მიმართ, აზერბაიჯანში 39%, ბელარუსში 77% ერთდროულად დადებითად და ნეიტრალურად აღიქვამს ევროკავშირს, სომხეთში 48%, უკრაინაში კი - 49%.

რაც შეეხება უარყოფით დამოკიდებულებას, აღსანიშნავია, რომ საქართველო რეგიონის საშუალო მაჩვენებელზე, რომელიც 13%-ს შეადგენს, გაცილებით დაბლაა და ჩვენს ქვეყანაში კვლევის მიხედვით, მხოლოდ 5%-ისთვისაა მიუღებელი ევროგაერთიანება. აზერბაიჯანში ეს მონაცემი 12%-ია, ბელარუსში 18%, მოლდოვაში 14%, სომხეთში 8%, უკრაინაში კი 14%.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანი კომპონენტია არამხოლოდ დადებითი დამოკიდებულება, არამედ ნდობა ევროგაერთიანების მიმართ. საქართველოში ადამიანების 70% ენდობა ევროკავშირს, აზერბაიჯანში მხოლოდ 40%, ბელარუსში 47%, მოლდოვაში 64%, სომხეთში 70%, უკრაინაში კი 66%.

გამოკითხვის ფარგლებში ასევე დასმული იყო კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ არის მოსახლეობა საქმის კურსში, რომ ევროკავშირი ქვეყანას უწევს ფინანსურს დახმარებას. საქართველოს მოსახლეობის 67%-მა იცოდა ეს ინფორმაცია, აზერბაიჯანში მხოლოდ 29%-მა, ბელარუსში 44%-მა, მოლდოვაში 87%-მა, სომხეთში 69%-მა, უკრაინაში კი 60%-მა.

ყოველწლიური კვლევების მიზანია იმ მოსაზრების და ინფორმირებულობის დონის შესწავლა და უკეთ გაგება, რომელიც ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების მოქალაქეებს აქვთ ევროკავშირის და მათ ქვეყანასთან ევროკავშირის ურთიერთობის შესახებ. კვლევები შემდეგი საკითხების ფართო სპექტრს მოიცავს:

• ზოგადი წარმოდგენები ევროკავშირის შესახებ
• ევროკავშირთან დაკავშირებული ფასეულობები
• ევროკავშირის ურთიერთობების შეფასება მშობლიურ ქვეყანასთან
• ინფორმირებულობა ევროკავშირის მიერ გაწეული ფინანსური მხარდაჭერის შესახებ და მისი ეფექტიანობის შეფასება
• ინფორმაციის წყაროები
• ქვეყნის შეფასება და სამომავლო მოლოდინები

 

ავტორი: ლევან თაღიაშვილი



20.ნოემბერი.2018 22:10
927

"14% ცდომილება სირცხვილია, ამას კვლევა აღარ ჰქვია"

ვრცლად
20.ნოემბერი.2018 19:00
94

13 წლის გოგონას გამოგონება უსინათლოებისთვის

ვრცლად
20.ნოემბერი.2018 17:43
107

სადაზღვევო სექტორის მოგების ნახევარზე მეტი 4 კომპანიაზე მოდის

ვრცლად
20.ნოემბერი.2018 15:19
59

საქართველოს ბანკის პარტნიორობით popXspotlight-ი გაიმართა

ვრცლად
20.ნოემბერი.2018 14:19
53

თიბისი ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი გაიხსნა

ვრცლად
20.ნოემბერი.2018 14:02
51

"ვენდის" ამერიკულ რესტორნებში მონატრებული პრეტცელ ბურგერი დაბრუნდა

ვრცლად