მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Universal საქართველოში პირდაპირ წამომადგენლობას ხსნის

BM.GE
01.07.19 12:24
762
Universal Music Publishing Group-მა საქართველოში პირდაპირი წამომადგენლობა გახსნა. ოფიციალური ნაწილი უკვე გავლილია, მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი მუსიკალური გამომცემლობის, Universal Music Publishing Group-ის საქართველოში პირდაპირი წარმომადგენლობის პრეზენტაცია შედგა და ხელი მის საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციაში (GCA) გაწევრიანების ხელშეკრულებას უკვე მოეწერა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოში Universal-ის პირდაპირი წარმომადგენელი ქართული კომპანია GMI Rights Managment-ი (GMI) გახდა. ეს საქართველოსთვის პირველი შემთხვევაა როცა ასეთი წარმომადგენლობა იხსნება და განსაკუთრებით მნიშვნელოვანიც სწორედ ახლა იმ ფონზე რაც რუსეთთან ურთიერთობის გავლენით ქვეყანაშ ხდება. და მაინც, რას ნიშნავს ოფიციალური წარმომადგენლობის გახსნა და რას მოიცავს შეთანხმება?


სტუმარი: გიგა კობალაძე - საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაცია, ხელმძღვანელი