მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის შემცირდება საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხანგრძლივობა?

5c90c464ad90a
თათია ჩაფიჩაძე
19.03.19 16:00
2211
ბაკალავრიატის ზოგიერთ პროგრამაზე სწავლის ხანგრძლივობა – ოთხიდან სამ წლამდე, ხოლო მაგისტრატურაზე ორიდან ერთ წლამდე შემცირდება.

როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე ამბობს, მოკლე ციკლის პროგრამები, კანონის საფუძველზე უკვე დადგენილია, თუმცა მისი ამოქმედება წელს არ მოხდება.

"კანონის საფუძველზე ეს უკვე დადგენილია, თუმცა მოკლე ციკლის პროგრამების განხორციელება, მათ შორის პროფესიულის საფუძველზე, რომ ამოქმედდეს ასოცირებული ხარისხი ორწლიანი პროფესიული მიმართულებით, ამ მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა უცხოელ ექსპერტებთან, ხარისხის განვითარების ცენტრთან. მოგეხსენებათ, საქართველოს განათლების ხარისხის მიმართულება გადის საერთაშორისო შეფასებას, ველოდებით დასკვნას და შესაბამისად, ამის შემდეგ დაიგეგმება უკვე პროცესები ჩვენს საგანმანათლებლო პროგრამებში შესატანი ცვლილებების შესახებ. წელს ეს არ ამოქმედდება და ამ ეტაპზე არც კონკრეტული ფაკულტეტები არ ვიცით, რომელსაც ეს შეეხება", – განაცხადა ირინა აბულაძემ.

როგორც სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ განმარტა, უახლოეს მომავალში ძალაში ახალი ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო შევა, რომლის დამტკიცების შემდეგაც გახდება ცნობილი რომელი ფაკულტეტები დაექვემდებარება მოკლე ციკლის პროგრამით კვალიფიკაციების მიღებას.