მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის გამოქვეყნდება FT-სსა და The Economist-ში საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს შესარჩევი ვაკანსია?

5c90e8072d16f
თელარა გელანტია
19.03.19 20:20
848
საინვესტიციო საბჭოს წევრების შესარჩევად ვაკანსიები Financial Times-სსა და The Economist-ში ამ დრომდე არ გამოქვეყნებულა.

როგორც bm.ge-ის საპენსიო სააგენტოში განუცხადეს, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს შესარჩევი კომისია მიმდინარე კვირას იკრიბება და "ამის შემდეგ განცხადებები ორ საერთაშორისო გამოცემაში გაიგზავნება".

როგორც სააგენტოში განმარტეს, ვაკანსიების საერთაშორისო გამოცემებში განთავსებიდან 21 დღე გაგრძელდება აპლიკაციების მიღება, 5 დღეა საჭირო განხილვისთვის და შემდეგ შერჩეული 10 კანდიდატი წარედგინება პარლამენტს, რომელთაგან პარლამენტი საბჭოს ხუთ წევრს დაამტკიცებს.

"დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონით" საინვესტიციო საბჭოს დაკომპლექტებისთვის კონკრეტული ვადა არაა განსაზღვრული.

რაც შეეხება იმას, რა ანაზღაურებას მიიღებენ საინვესტიციო საბჭოს წევრები, bm.ge-ის საპენსიო სააგენტოში განუცხადეს, რომ ეს მათ კვალიფიკაციაზე იქნება დამოკიდებული.

"საინვესტიციო საბჭოს წევრების ხელფასი იქნება ინდივიდუალური მოლაპარაკების საკითხი და გამოცდილებისა და კვალიფიკაციაზე იქნება დამოკიდებული", - განაცხადეს სააგენტოში.

შეგახსენებთ: საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს შესარჩევი 7-წევრიანი კომისიის შემადგენლობაში ეკონომიკის, ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრები, ასევე პარლამენტის წევრები ირაკლი კოვზანაძე, აკაკი ზოიძე და ზურაბ ჭიაბერაშვილი შედიან; საქართველოს ეროვნულმა ბანკის კვოტით კი, დამოუკიდებელ წევრად BDO-ს მმართველი პარტნიორი ზურაბ ლალაზაშვილი იქნა წარდგენილი.

ცნობისთვის: საპენსიო ფონდში უკვე 107 მილიონი ლარია მობილიზებული, რომელიც საინვესტიციო საბჭოს დაკომპლექტებამდე ეროვნულ ბანკსა და კომერციულ ბანკებშია განთავსებული. სააგენტოში 620 ათასი ინდივიდუალური ანგარიშია გახსნილი და 47 ათას კომპანიას მოიცავს.