12.იანვარი.2019 15:13
ეკონომიკა

როდის დაიწყება ინდოეთთან თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკება და რომელ სექტორებშია პოტენციალი?

როდის დაიწყება ინდოეთთან თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკება და რომელ სექტორებშია პოტენციალი?
საქართველო-ინდოეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიზანშეწონილობის კვლევა დასრულდა.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კვლევა იძლევა რეკომენდაციას, რომ მხარეებმა სავაჭრო მოლაპარაკების კომიტეტის შექმნის გზით დაიწყონ მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ინდოეთისა და საქართველოს მთავრობებმა უნდა მიიღონ.

„კვლევის დასკვნებისა და რეკომენდაციების საფუძველზე საქართველოს და ინდოეთის მხარეები შეთანხმდნენ, უმოკლეს ვადაში განახორციელონ შესაბამისი შიდა პროცედურები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების მიზნით“, - აცხადებენ სამინისტროში.

ამასთან, კვლევაზე დაყრდნობით, როგორც გიორგი ქობულიას უწყებაში მიიჩნევენ, საქართველოს ინდოეთში ექსპორტზე შეუძლია გაიტანოს მადნები, წიდა და ნაცარი, მეტალურგიული ნაწარმი, სამედიცინო პროდუქცია, ღვინო და სხვა ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელები, გადამუშავებული სოფლის მეურნეობის პროდუქტები და ა.შ. ხოლო, ინდოეთიდან საქართველოში ექსპორტის ზრდა ნავარაუდებია შემდგომ პოზიციებზე: ცემენტი, მადნები, მინერალური საწვავი, პლასტმასის ნაწარმი, ელექტრომოწყობილობები და სხვა.

მომსახურებით ვაჭრობის მიმართულებით, კვლევის მიხედვით, ურთიერთმომგებიანი სავაჭრო პოტენციალი არსებობს ბიზნეს და პროფესიონალური მომსახურების, ტელეკომუნიკაციების, კომპიუტერული, ტურიზმის, აუდიო-ვიზუალური და მომსახურების სხვა სექტორებში.

გარდა ამისა, ინვესტიციების სფეროში კვლევა გამოყოფს ინდოეთიდან საქართველოში ინვესტიციებისათვის მიმზიდველ პოტენციურ სექტორებს, მათ შორის ფერმერული მეურნეობის, ფარმაცევტულ, მეტალურგიის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ტურიზმის, განათლებისა და ჯანდაცვის, აუდიო-ვიზუალურ, ენერგეტიკისა და გარემოსდაცვითი და სხვა სექტორებში. საქართველოდან ინდოეთში პოტენციურ საინვესტიციო სფეროებს წარმოადგენს ტურიზმის, განათლებისა და მეღვინეობის სექტორები.
ავტორი: თელარა გელანტია



21.მარტი.2019 20:15
14

შევიდა თუ არა ჩიხში ანაკლიის პორტის მშენებლობა? - კონსორციუმის პასუხი

ვრცლად
21.მარტი.2019 19:56
31

„ანაკლიის პორტი ეკონომიკური განვითარებისთვის გვჭირდება და არა - სამხედრო მიზნებისთვის“

ვრცლად
21.მარტი.2019 19:38
42

„სახელმწიფოს არ აქვს აუცილებლობა, რომ ანაკლიის პროექტში ბიუჯეტის თანხა ჩადოს“

ვრცლად
21.მარტი.2019 19:25
46

„განცხადება, რომ ფოთის პორტს, ჩხარტიშვილს, ივანიშვილს ან სხვას აქვს ინტერესი, სპეკულაციაა“

ვრცლად
21.მარტი.2019 19:16
146

„თუ კონსორციუმი 1.5 წელში ააშენებს პორტს იქ, სადაც დღეს ტალახია, მთავრობაც მოასწრებს გზის და რკინიგზის მშენებლობას“

ვრცლად
21.მარტი.2019 19:10
75

რას გულისხმობს სუბორდნირებული სესხი ანაკლიის კონსორციუმისთვის? - ცქიტიშვილის განმარტება

ვრცლად