მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს საქართველოში საშუალოდ 9%-იანი ინფლაცია იქნება - კობა გვენეტაძე

BM.GE
13.04.22 15:30
437
სოციალური მომსახურების სააგენტომ საპენსიო და სოციალური გასაცემლების სერვისის პროვაიდერი ბანკის შესარჩევად ახალი ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 105 მილიონი ლარია და ის ძალაში 2023 წლის 1 იანვრიდან 2029 წლის 1 იანვრამდე იქნება. თუკი ამჟამად არსებული პირობებით, სახელმწიფო პენსიების დარიგებაში ფულს არ იხდიდა, ახლა ამ სერვისში ბანკებს დამატებით ანაზღაურებას მიაწვდის. ტენდერში ბანკები შეირჩევიან ორი კრიტერიუმის მიხედვით, პირველი კრიტერიუმი შეეხება პენსიის დარიგების ღირებულებას, ანუ რომელი ბანკი უფრო იაფად მიაწვდის სახელმწიფოს ამ სერვისს.მეორე და უფრო მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, რომლითაც პენსიის გამცემი ბანკი შეირჩევა, არის საპროცენტო განაკვეთი, რომლითაც ის ხანდაზმულებსა და სოცდაუცველებზე გასცემს სესხებს.