07.დეკემბერი.2017 13:34
საზოგადოება

როდიდან გავრცელდება სავალდებულო ტექდათვალიერება მსუბუქ ავტომობილებზე?

როდიდან გავრცელდება სავალდებულო ტექდათვალიერება მსუბუქ ავტომობილებზე?
მსუბუქი ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება 60 ლარი, სატვირთო და სამგზავრო ავტომობილების კი - 100 ლარი ეღირება.

საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის პირველი იანვრიდან დაიწყება და ეტაპობრივად სავალდებულო გახდება სხვადასხვა ტიპის ავტომობილებისთვის. 2019 წლის პირველი იანვრიდან კი ტექნიკური დათვალიერება სავალდებულო გახდება ყველა ტიპის ავტომობილისთვის.

რომელი კატეგორიის მანქანას როდის მოუწევს ტექდათვალიერებს გავლა

2018 წლის პირველი იანვრიდან გამკაცრდება იმ ავტომანქანების ტექნიკური ინსპექტირების პროცესი, რომლებიც, დღესაც სავალდებულო შემოწმებას ექვემდებარებიან. თუმცა, იმ განსხვავებით, რომ გამკაცრდება კანონის აღსრულება და ის კრირეტიუმები, რომლებიც მათ უნდა დააკმაყოფილონ. ამ კატეგორიაში შედიან სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3,5 ტ. ზემოთ) ავტომობილები.

შემდგომ ეტაპზე, ინსპექტირებას გაივლიან სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანები, ასევე დიდი მოცულობის ძრავების მქონე ავტომობილები. მათთვის ტექდათვალიერება სავალდებულო 2018 წლის პირველი ივლისიდან გახდება.

მომდევნო ეტაპზე, პირველი ოქტომბრიდან - ინსპექტირებას გაივლიან დიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილები  - 3.0 ძრავით და ზემოთ. 

საქართველოს დანარჩენი ავტოპარკისთვის კი ტექდათვალიერების გავლა სავალდებულო გხადება 2019 წლიდან. 

იმისთვის, რომ ავტომობილების მფლობელებს ჰქონდეთ დრო მოემზადონ ტექდათვალიერებისთვის და თავიდან აირიდონ რიგები, გაიწერება გრაფიკი. ავტომფლობელებს ტექდათვალიერების გავლა მანქანის რეგისტრაციის თარიღის (თვისა და რიცხვის) მიხედვით შეეძლებათ. 


რა დროში მოუწევთ ტექდათვალიერების გავლა ავტომობილებს


ავტომფლობელებისთვის ამოქმედდება საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული წესი: 4 წლამდე ავტომანქანებისთვის ინსპექტირება არ იქნება საჭირო, 4-დან 6 წლამდე - ორ წელიწადში ერთხელ, 6-დან 8 წლამდე - ორ წელიწადში ერთხელ, ხოლო 8 წლის ზემოთ ასაკის ავტომანქანებისთვის - ყოველწლიურად.
მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მფლობელებმა იცოდნენ, რომ არავითარი დამატებითი სირთულეები მარჯვენასაჭიან ავტომობილებს არ შეექმნებათ (მოუწევთ მხოლოდ მაშუქი ფარების დახრილობისა და სინათლის ნაკადის მიმართულების ცვლილება). მიდგომა ყველასთვის ერთნაირია - მთავარია, ავტომობილმა ტექნიკური მოთხოვნები დააკმაყოფილოს.

მარჯვენასაჭიანი და გადატანილსაჭიანი ავტომობილები

რაც შეეხება გადატანილსაჭიან ავტომობილებს, ასეთი ავტომობილებიც ისევე გაივლიან ტექნიკურ ინსპექტირებას, როგორც სხვა ნებისმიერი, თუ ისინი ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ პარამეტრებს დააკმაყოფილებენ, თუმცა, ინსპექტირების დაწყების ეტაპიდან საჭის გადატანა აიკრძალება.
რაც შეეხება მავნე გამონაბოლქვს, ნებისმიერი ავტომობილისთვის, იმის მიუხედავად, აქვს თუ არა მას კატალიზატორი, იმოქმედებს გამონაბოლქვის მაქსიმუმ დასაშვები ნორმა, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს გამართული წვის სისტემის მქონე ავტომობილმა.
ამოქმედდება ცხელი ხაზი ნომრით „1484“
ავტორი: სალომე მეცხვარიშვილი



19.ივლისი.2018 18:32
72

გერმანიამ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარების შესახებ კანონი დაამტკიცა

ვრცლად
19.ივლისი.2018 18:05
118

გურჯაანში ყურძნის გადამამუშავებელი ახალი საწარმო აშენდება

ვრცლად
19.ივლისი.2018 18:04
12

მაია ცქიტიშვილი: აუცილებელია დევნილი მოსახლეობისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა

ვრცლად
19.ივლისი.2018 17:47
9

ეკატერინე გალდავა: კომპანიის რეგიონული ფილიალების საქმიანობა უფრო ეფექტიანი უნდა გახდეს

ვრცლად
19.ივლისი.2018 17:45
106

ბლოკჩეინის პროექტი „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მე-5 გლობალურ სამიტზე განიხილეს

ვრცლად
19.ივლისი.2018 17:38
24

საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბაზარზე ახალი რეფორმები განხორციელდება

ვრცლად