მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რობოტიზაციის ეფექტი: 5 მილიონი დასაქმებული, დაუსაქმებელი რჩება

5ba8f3958a922
მარიამ ადამია
24.09.18 20:00
1198
9-დან ექვს საათამდე სამუშაო გრაფიკი წარსულს ბარდება, ისევე როგორც ერთი და იმავე კომპანიაში, 20-დან 60 წლამდე მუშაობა. სპეციალისტების თქმით, ხელოვნური ინტელექტისა და რობოტების დახმარებით, ეკონომიკა 10–ჯერ უფრო სწრაფად ვითარდება და ეს მხოლოდ დასაწყისია. მეცნიერების ვარაუდით, რობოტიზაცია მინიმუმ 5 მილიონ დასაქმებულს დატოვებს უსამსახუროდ. მიზეზი კი ის არის, რომ მაგალითად, დღეს, „დიდი ოცეულის“ ქვეყნებში, 5–დან ორი დამსაქმებელი ვერ პოულობს შესაბამისს, კვალიფიციურ კადრს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უკვე 2020 წლისთვის, დაახლოებით, 825 ათას თავისუფალ ვაკანსიას მივიღებთ.

„ამ პროცესებში განსაკუთრებულ როლს ქვეყნის მმართველი ხელისუფლება თამაშობს, რომელმაც უნდა შეიმუშაოს წესები და ნორმატივები, იმისათვის, რომ ციფრულმა ტექნოლოგიებმა რაც შეიძლება მეტი სარგებელი მოიტანოს. ანუ, ხელისუფლებამ, სექტორის განვითარებაში ინვესტიცია უნდა განახორციელოს და დააკმაყოფილოს თამაშის წესები, იმისთვის, რომ სიახლეებმა პოზიტიური შედეგი გამოიღოს. დღეს რობოტები მასობრივად არიან წარმოდგენილნი წარმოების პროცესებში, სადაც მათი დანიშნულება გადაზიდვებია და ამ მიმართულებით თანდათან ადამიანური რესურსები ჩანაცვლებულია, თუმცა არის სექტორები, რომლებიც რობოტებს ჯერ არ აუთვისებიათ. მათ შორისაა: მშენებლობა, ხელოვნების მიმართულებით არსებული პროფესიები და განათლება.“ – აღნიშნავს NorthWestern–ის უნივერსიტეტის პროფესორი – რობერტ გორდონი .

მისი თქმით, რობოტებით დომინირებულ სამყაროში, ადამიანების წარმატება არასტანდარტულად აზროვნებაზე და ციფრულ ტექნოლოგიებში კარგი უნარ–ჩევების არსებობაზეა დამოკიდებული. ხოლო იმისათვის, რომ ამ პროცესებმა მომავალში დადებითი შედეგი დადოს, მუშაობა ქვეყნებმა დღესვე უნდა დაიწყონ. მთავრი ყურადღება სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს უნდა დაეთმოს, მთავარი აქცენტი კი, მეცნიერებაზე და ტექნოლოგიებზე გაკეთდეს. საბოლოოდ ამ ფორმატის შემუშავებით, ეკონომიკურ პროცესებში, მონაწილეობას მიიღებს ყველა: ადამიანებიც და რობოტებიც. დაჩქარდება ეკონომიკური ზრდა და ცხოვრებაც გაუმჯობესდება.