მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რობოტი "LAIKA" ადამიანებს შინაური ცხოველის მოვლაში დაეხმარება

5c38cb774f58d
ანუკა ჯოხაძე
12.01.19 14:20
977
ფრანგულმა კომპანია CAMTOY-იმ ძაღლების პატრონებისთვის ახალი რობოტი სახელწოდებით - “LAIKA” შექმნა, რომელიც ადამიანებს შინაური ცხოველის მოვლაში დაეხმარება.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, სხვადასხვა კომპანიები შინაური ცხოველების მოსავლელად არაერთ მოწყობილობას წარადგენდნენ, რომელიც ძაღლების პატრონებს საშუალებას აძლევდა, თავისი შინაური ცხოველისთვის ნებისმიერი წერტილიდან თვალი ედევნებინა, თუმცა რობოტი “LAIKA” იმ მოწყობილობებისგან სრულიად განსხვავდება.

cnet.com-ის ინფორმაციით, “LAIKA” ნაწილობრივ რობოტია; ასევე მას ვიდეო-კამერაც აქვს დამონტაჟებული, რომელიც პატრონს საშუალებას აძლევს, შინაურ ცხოველთან კომუნიკაცია დაამყაროს, რასაც მოწყობილობაში დამონტაჟებული მიკროფონი უზრუნველყოფს.

შინაური ცხოველის პატრონს კი, აპლიკაციის საშუალებით შესაძლებლობა აქვს, მართოს რობოტი “LAIKA” და ასევე შეუძლია, ის ავტომატურ რეჟიმზე დააყენოს.

“LAIKA’-ს ღირებულება 460 ამერიკული დოლარია.